მაისის პირველი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

მაისის პირველი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი მაისის პირველი კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

"ტრანზიტული ასპექტების ზეგავლენა ამ კვირის მეორე ნახევრიდან უფრო შესამჩნევი იქნება, ვიდრე დასაწყისში.

4 მაისს რეტროგრადული იუპიტერი მორიელის მე-19 გრადუსზე გადადის, რომელიც კრიტიკულ გრადუსად მიიჩნევა, ეს გრადუსი იუპიტერმა იანვრის პირველ ნახევარში ერთხელ უკვე გამოიარა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჯერ კიდევ ძალაშია მარსის, პლუტონისა და ლილიტის შეერთება, ეს ყველაფერი ახლა სავარაუდოდ, იმ საერთაშორისო კონფლიქტების თემებს განაახლებს და კიდევ ერთხელ დააყენებს დღის წესრიგში, რომლებსაც იანვარში ჰქონდა ადგილი. ეს კი, როგორც ვიცით, სირიის კონფლიქტია. დაველოდოთ მოვლენებს.

ეს რაც შეეხებოდა საერთაშორისო ვითარებას, ინდივიდუალურ დონეზე კი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 5 მაისს მთვარე ერთდროულად უერთდება მარსს, პლუტონს და ლილიტს. ეცადეთ გაუმკლავდეთ აფექტურ მდგომარეობებს. მეტი თავშეკავება გამოიჩინეთ უფროსი თაობის წარმომადგენლებთან საუბრისას. თავად ნუ აუხირდებით თქვენს ხელმძღვანელებს, მათი მხრიდან წამოსული კრიტიკა კი ეცადეთ მაქსიმალურად "გაატაროთ" ცოტა უფრო ადრე, 3 მაისს ხუთშაბათს დღის მნათობს - მზეს მარსთანაც და პლუტონთანაც უყალიბდება ჰარმონიული ასპექტები, რაც აქტიურობისა და საკუთარი შორს მიმავალი გეგმების განხორციელებისაკენ გვიბიძგებს.

6 მაისს მზე ნეპტუნთან გააკეთებს ზუსტ სექსტილს. ეს ჰარმონიული ასპექტია და შანსებს იძლევა სულიერი და შემოქმედებითი განვითარებისთვის. თუმცა დღის მეორე ნახევრიდან მოქმედებაში შედის ორი რთული ასპექტი - კვადრატები პლუტონსა და მერკურის და ვენერას და ნეპტუნს შორის. ეს უკანასკნელი შესაძლოა გახდეს მიზეზი როგორც საკვებით, ისე ალკოჰოლით მოწამვლის. არასასურველი დღეა რელიგიური ცერემონიალებისათვის, ქორწინებისთვის, ნათლობისთვის და ასე შემდეგ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსებთან მიმართებაში, რომ არ გახდეთ თაღლითობის ან რაიმე სხვა სახის მოტყუების მსხვერპლი. ამ ასპექტის დროს, როგორც წესი, ასეთი შემთხვევები მატულობს ხოლმე.

რაც შეეხება მერკურისა და პლუტონის კვადრატურას, თავის მხრივ, ისიც ხაზს უსვამს კრიმინალთან შეხების გაზრდილ ალბათობას, თუმცა მოტყუების ნაცვლად, აქ პირდადპირ ძალადობასაც შეიძლება რომ ჰქონდეს ადგილი. ორივე ასპექტის მაჩვენებელი, კატეგორულად აუცილებელი გადაუდებელი შემთხვევების გარდა, არასასურველს ხდის ქირურგიულ ჩარევებს, რადგან ექიმების შეცდომის და ფატალური დასასრულის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

შეიძლება ითქვას, რომ კვირა საკმაოდ არაერთგვაროვანი და რთულია, მაგრამ მომდევნო პერიოდი შედარებით უფრო იოლი იქნება, ამიტომ მოთმინებით აღვიჭურვოთ".

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ