ავტორი:

როგორი ჩაცმის სტილი აქვთ მდიდარი ქართველი კაცების ცოლებს

როგორი ჩაცმის სტილი აქვთ მდიდარი ქართველი კაცების ცოლებს

ჩაცმის სტილის მიხედვით ადამიანზე გარკვეული შთაბეჭდილების შექმნა შეიძლება. ზოგი საკუთარ სტილს დიდ ყურადღებას უთმობს და ცდილობს, გემოვნებიანად შეუხამოს ტანსაცმელი, ზოგისთვის კი ეს მეორეხარისხოვანია. საინტერესოა, ქართველი მდიდარი კაცების ცოლების ჩაცმის სტილი და რამდენად აკეთებენ ისინი აქცენტს ვიზუალურ იმიჯზე.

1. ანუკი არეშიძე ხშირად ირგებს საკუთარი ბრენდის ANOUKI-ის ტანსაცმელს. პასტელური ფერები, ბრჭყვიალა ბისერები, ყვავილების პრინტი - ეს ელემენტები ანუკის სტილის აუცილებელი ატრიბუტებია. დიზაინერი აქტიურად მისდევს მოდის ბოლოდროინდელ ტენდეციებს, მაგალითად იცვამს ლეოპარდისპრინტიან მოსაცმელებს, „ოვერსაიზ“ ტანსაცმელს და იყენებს პლასტმასის ელემენტებს.

2. ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინე ხვედელიძის ჩაცმულობის სტილი არა ერთხელ ყოფილა განხილვის საგანი. ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე სტატია მიეძღვნა მის ძვირადღირებულ პალტოს, რომლითაც ინაუგურაციაზე წარსდგა. ქალბატონ ეკატერინეს სტილი შედარებით ფორმალური და მკაცრია, თუმცა, ამავდროულად - დახვეწილი.

3. ნინო დურგლიშვილი ბიზნესმენ ლევან ვასაძის მეუღლეა, მას ხშირად იხილავთ ქართულ ტრადიციულ სამოსში. მსგავს სამოსს უპირატესობას ალბათ ქმრის გამო ანიჭებს. მისი მეუღლე მუდმივად ცდილობს ჩოხით გამოჩნდეს საზოგადოებაში.

4. ირაკლი არშბა რუსეთის დუმის დეპუტატის ოთარ არშბას შვილია. მისი მეუღლე თამუნა ნემსიწვერიძეა, რომელიც ვიცე მის საქართველო 2007-ია. ყოფილი მოდელის სტილი ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად დაიხვეწა, ახლა ის უპირატესობას კლასიკურ, სადა სამოსს ანიჭებს.

5. თიკა ალავიძე ზაზა ფაჩულიას მეუღლეა. ზაზას წარმატების შემდეგ ხშირად შეხვდებით თიკას ფოტოებს წითელ ხალიჩაზე. კაბები, რომლებზეც თიკამ არჩევანი შეაჩერა, ყოველთვის ელეგანტურად და ორიგინალურად გამოიყურება. უმშვენიერესი თიკა, ბავშვობიდან დახვეწილი გემოვნებით გამოირჩეოდა და დროთა განმავლობაში უფრო დახვეწილი გახდა. იმის მიუხედავად, რომ თიკა მრავალშვილიანი დედაა, რომელმაც ოჯახის გამო, მოცეკვავის კარიერაზეც კი თქვა უარი, ის მუდმივად ფორმაშია...განაგრძეთ კითხვა

"31 ოქტომბერს სასწრაფოს გამოძახების მოტივი სუნთქვის გაძნელება იყო..." - ამირან გოგიტიძე არ ადასტურებს, რომ 27 წლის პაციენტზე ჰოსპიტალიზაცია დაგვიანდა

მარტვილში კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა - "ნერვული სისტემის პრობლემები ჰქონდა, უეცრად გაუჩერდა ფეხი"

"ჩემთვის განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მშობელი ვარ... ნიკა ისჯება სამშობლოს სიყვარულის გამო" - მელიას მამა