ავტორი:

"ჩემთვის განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მშობელი ვარ... ნიკა ისჯება სამშობლოს სიყვარულის გამო" - მელიას მამა

"ჩემთვის განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მშობელი ვარ... ნიკა ისჯება სამშობლოს სიყვარულის გამო" - მელიას მამა

ჩემთვის განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მშობელი ვარ. ნიკა ისჯება სამშობლოს სიყვარულის გამო , - ამის შესახებ ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ანზორ მელიას განცხადებით, "პატიმრობაში მყოფი ნიკა მელია უფრო საშიში იქნება ამ მთავრობისთვის, ვიდრე გარეთ მყოფი".

"“კაცი, რომელიც თავდადებულია სამშობლოსთვის, ქვეყნისთვის. კაცი, რომელიც 5 თვე არ მინახავს და პირველად ვნახე შტაბში, არჩევნების დღეს. თქვენც ხედავდით, თუ რა უპირატესობით იგებდა და შემდეგ როგორ დატრიალდა ყველაფერი. შეუძლებელია, რომ მშვიდად უყურო ამ სიტუაციას, მით უმეტეს, რომ შენი შვილია. ჩემი შვილია და ყოველთვის ჩემს თავს ვუსვამ ხოლმე კითხვას - რატომ ჩემი შვილი? მაგრამ , თუ არა ჩემმა შვილმა, ვინ უნდა გააკეთოს ის ქართული საქმე, რასაც ის აკეთებს? ბავშვობიდან გამოირჩეოდა თავისი გულწრფელობით, პატიოსნებით, ვაჟკაცობით, ტყუილი მან არ იცოდა ბავშვობაში, ლიდერი იყო. არ უნდა ამ მთავრობას ასეთი ადამიანები, საქართველოს კი სჭირდება იმიტომ, რომ სხვანაირად დავიღუპებით, ყველა დარგი ისპობა, ხომ ხედავენ თვითონაც? კობახიძემ გამოიაროს და ნახოს,

როგორ სულს ვღაფავთ ექიმები და კლინიკები, რამხელა ფასები აქვს წამლებს, ავადმყოფები ვერ ყიდულობენ და ნიკა არის თურმე ტერორისტი...გირაო ერთხელ გადაიხადა ნიკამ, ბინა ჩავდეთ და ერთი და იმავე საქმეზე ორჯერ ხომ არ გადაიხდის? ამ მთავრობისგან ყველაფერს ცუდს ველოდებით და უკვე მზად ვართ მე და ჩემი მეუღლე იმიტომ, რომ ნიკა რომ წავიდა პოლიტიკაში და დინების საწინააღმდეგოდ აირჩია მოძრაობა, მშობელი რას უნდა ელოდოს ? ტაშით ივანიშვილი მაგას არ დააჯილდოვებს. ბევრჯერ ჰქონდათ მცდელობა გადაებირებინათ ნიკა, მაგრამ არ გამოუვიდათ და ახლა უნდათ პატიმრობა, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ პატიმრობაში მყოფი ნიკა უფრო საშიში იქნება ამ მთავრობისთვის, ვიდრე გარეთ",- განაცხადა ანზორ მელიამ.

კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს მას, ანზორ მელიამ ასე უპასუხა: "დაიჭერენ".

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული სამაჯური ეკეთა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა.

კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა და 12 გარდაცვლილი - ბოლო 24 საათში ქვეყანაში 10 678 ტესტი ჩატარდა

"იმედი გვაქვს, ზაფხულისთვის გეგმას არა მხოლოდ დავეწევით, არამედ გავასწრებთ" - პაატა იმნაძე ვაქცინაციაზე

"რატომ მომატყუა ბიძინამ 2012 წელს ასე მწარედ? კინაღამ დავკალით ერთმანეთი მე და ნიკამ... ამას არ ვაპატიებ" - ანზორ მელია