აკვა აერობიკა - როგორ დავხარჯოთ 1000-მდე კალორია 1 საათიანი სასიამოვნო პროცედურით

აკვა აერობიკა - როგორ დავხარჯოთ 1000-მდე კალორია 1 საათიანი სასიამოვნო პროცედურით

სილამაზე და ჯანმრთელობა - ეს აკვა აერობიკაა, უკანასკნელი წლების ტრენდული აქტივობა, რომელიც განსაკუთრებით რეკომენდებულია ორსულებისთვის. აკვა აერობიკა პოზიტიურად მოქმედებს როგორც ჯანმრთელობაზე ისევე სხეულის ვიზუალზეც. ცხოვრების ტემპი ყოველწლიურად პროგრესულ ზრდას განიცდის, შესაბამისად, რთული და ზოგჯერ შეუძლებელიცაა, ერთდროულად დაისვენო, იზრუნო სხეულზე, ებრძოლო ასაკს და ამასთან ერთად, აღიდგინო სხეულის კოორდინაცია. აკვა აერობიკა კი სწორედ ამ განსაკუთრებულ კომბინაციას გვთავაზობს.

სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ აკვა აერობიკის ინსტრუქტორის ემილია კოხრეიძის განმარტებით, კომპლექსური ვარჯიში წყალში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა წონის კორექციისთვის. ის გვეხმარება როგორც წონის დაკლებაში, ისე ცელულიტის მოშორებაში.

”გარდა ლამაზი სხეულისა, აკვა აერობიკა განსაკუთრებით ეფექტურია ნერვული სისტემის პრობლემების მოგვარებისთვის. ის ხსნის სტრესს, ამშვიდებს და გვეხმარება ენერგიის აღდგენაში. მათთვის, ვისთვისაც ვარიკოზული ვენები, ხერხემლის პრობლემები, თიაქარი, ოსტეოქონდროზი და სქოლიოზი მუდმივ პრობლემად რჩება, აკვა აერობიკა ხშირად ტკივილის მოხსნის ერთადერთი საშუალებაა,” - განმარტავს ემილია კოხრეიძე.

ვარჯიშის დაწყებამდე ადამიანები ხშირად დგებიან დილემის წინაშე - სტანდარტული აერობიკა თუ აკვა აერობიკა? ორივეს თავისი უპირატესობა აქვს, თუმცა, როგორც გაირკვა, აკვა აერობიკა უფრო ეფექტური და სასარგებლო პროცედურაა ორგანიზმისთვის. ამ დროს, სტანდარტული აერობიკისგან განსხვავებით, ტრავმის მიღება გამორიცხულია. ასევე, უფრო სწრაფად იწვება კალორიები, რადგან ვარჯიშის პარალელურად სხეულზე მოქმედებს წყალიც. წყალისახსრებზე ზეწოლას ამცირებს.

”გარდა აღნიშნულისა, აკვა აერობიკა განსაკუთრებით კომფორტულია შედარებით დიდი წონის მქონე ადამიანებისთვის, რადგან წყალში უფრო მსუბუქად გრძნობენ თავს და მოხერხებულად ვარჯიშობენ,” - დაამატა აკვა აერობიკის ინსტრუქტორმა.

წყლის ეფექტისგან სარგებლის მიღება აკვა აერობიკით უფრო მარტივია, ვიდრე ცურვის შემთხვევაში. როგორც ემილია განმარტავს, ცურვა უფრო მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს. აკვააერობიკას კი არ სჭირდება ცურვის ცოდნა, ხსნის სტრესს, აღადგენს ენერგიას და გვეხმარება, სწრაფად მივაღწიოთ სასურველ შედეგს. როცა აკვა აერობიკას გასახდომად მიმართავენ, აუცილებელია რამდენიმე წესის დაცვა. მნიშვნელოვანია ინტენსიური ვარჯიში, კვირაში საშუალოდ 3 დღე. ასეთმა ადამიანმა სასურველია, კვების რაციონი გაამდიდროს ცილებით და მიიღოს დიდი რაოდენობით წყალი, 1,5- დან 2 ლიტრამდე. ასევე, აკვა აერობიკის ვარჯიში რეკომენდებულია მსუბუქი წახემსების შემდეგ. რაც შეეხება ადამიანებს, ვისაც წონაში მომატება სურთ, უმჯობესია, ვარჯიშის შემდეგ დიდი რაოდენობით საკვები მიიღონ.

„აკვა აერობიკის სრულიად ახალი მიმართულებაა Aqua Power, რომელსაც "ბილტმორ თბილისი" მომხმარებლებს სთავაზობს.ის სტანდარტულ ვარჯიშებთან ერთად კარდიო დატვირთვასაც მოიცავს. მეტი აქცენტი კეთდება კუნთების ტონუსზე. სტანდარტული აკვა აერობიკა არის საშუალო ინტენსივობის, ხოლო ძალისმიერი Aqua Power -მაღალინტენსიური. უწყვეტი პროგრამის განმავლობაში ხდება ძვალსახსროვანი სისტემის გამაგრება. ერთი გაკვეთილის განმავლობაში 1000-მდე კალორიის დაწვაა შესაძლებელი.“ - განმარტავს ემილია კოხრეიძე.

შეთავაზებული პროგრამის უნიკალურობის პარალელურად, ”ბილტმორ თბილისის” აუზი ყველაზე დიდია თბილისის მასშტაბით სასტუმროების აუზებს შორის, რაც ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას , ივარჯიშოს კომფორტულად, შეზღუდვების გარეშე. გარემო მაქსიმალურადაა მომხმარებელზე მორგებული - გვაქვს მოსახერხებელი გრაფიკი. აუზი აღჭურვილია უნიკალური ინვენტარით. ამ ყველაფერს ემატება აუზთან მდებარე ბარ- რესტორანი და უნიკალური ბაღი „აზურა“, რომელიც ვარჯიშის შემდეგ განტვირთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა. კიდევ ერთი განმასხვავებელი თვისება არის ის, რომ აუზი ერთდროულად არის ღიაც და დახურულიც. ამის რეგულირება ამინდისა და სეზონის მიხედვით ხდება. თუმცა, აუზის განსაკუთრებული დიზაინი, მინის კედლები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ნებისმიერ დროს დატკბეს ცის ყურებით. აქ ხელმისაწვდომია ყველა ინვენტარი: ხალათები, პირსახოცებიდა ა.შ და ეს ყველაფერი სრულიად უფასოა.

”ბილტმორ თბილისის” აკვა აერობიკის გაკვეთილზე მისი კომფორტულობისა და მოსახერხებლობიდან გამომდინარე, მოზარდები და ორსულებიც ხშირად დადიან. ზოგადად, საქართველოში ხშირად გვესმის ფრაზა, რომ ორსულებისთვის ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა არ არის რეკომენდებული. თუმცა ემილიას განმარტებით, ეს ერთგვარი მითია და ორსულებისთვის ვარჯიში სასურველი კი არა საჭიროც კია თუ ორსულობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს.

”აკვა აერობიკა არის უნიკალური ვარჯიში, რომელიც საკმაოდ პოპულარულია ორსულებს შორის. სპეციალიზირებული ვარჯიშები ეხმარება მათ, იყვნენ უფრო მოქნილები, აწესრიგებს ძილის ფაზებს და საბოლოოდ მივდივართ იქამდე, რომ მშობიარობამარტივდება. "ბილტმორ თბილისის “ აუზში წყლის სიღრმე მათთვის მისაღებია. ასევე, წყალში ყოფნის დროს დაცულები არიან სპეციალური ქამრით, რომელიც მათ სპეციფიკური მოძრაობების შესრულებაში ეხმარება,” - დაამატა ემილია კოხრეიძემ.

სპას საწევროს შეძენის შემთხვევაში „ბილტმორ თბილისის“ ყველა ბარ-რესტორანში სტუმრისთვის 15%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. ფასდაკლება ასევე აქტიურია აუზთან მდებარე „აზურაში“, რომელიც სულ მალე ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბარ-რესტორანი გახდება.

უხანიდან ჩამოსული ახალგაზრდა ქალის ვირუსული გამოკვლევის შედეგები ხვალ გვეცოდინება - თენგიზ ცერცვაძე ინფექციურში მოთავსებულ ჩინელებზე

ყაზბეგიდან გადმოყვანილ ჩინეთის მოქალაქე ორ მცირეწლოვანს, გრიპის „ა“ ტიპის ვირუსი დაუდგინდა - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს

"ჩინეთიდან შემოტანილი სასურსათო პროდუქტი რისკ ჯგუფს არ წარმოადგენს" - სოფლის მეურნეობის მინისტრი