პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამი ადამიანი დააკავეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამი ადამიანი დააკავეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამი ადამიანი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, აქციის სამი მონაწილე ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაკავებული პირები საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ, რის გამოც პოლიციამ შესაბამისი ზომები მიიღო.

პარლამენტის შენობის წინ „თანასწორობის მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერების აქცია გაიმართა. „თანასწორობის მოძრაობის“ მხარდამჭერები პარლამენტის შენობასთან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადების გაპროტესტების მიზნით შეიკრიბნენ.

პარლამენტის შენობასთან ასევე მივიდნენ საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებიც 17 მაისის აღნიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათ შორის პარლამენტთან იმყოფებოდნენ გურამ ფალავანდიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და მათი თანამოაზრეები.

მათ „თანასწორობის მოძრაობის“ წარმომადგენლებს კვერცხები ესროლეს და განაცხადეს, რომ 17 მაისს, როგორ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას არ დაუშვებენ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები