36 წლის კაცმა ახლადშერთული 65 წლის ცოლი სასტიკი მეთოდით რამდენიმე საათი აწამა

36 წლის კაცმა ახლადშერთული 65 წლის ცოლი სასტიკი მეთოდით რამდენიმე საათი აწამა

36 წლის ახალდაქორწინებული მამაკაცი 65 წლის ცოლის წყლის ცნობილი მეთოდით წამებაშია ბრალდებული, ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს.

რიჩარდ დევიდ შლოსერი ცოლს, რომელზეც 2 თვის წინ დაქორწინდა, კალიფორნიაში, ნიუპორტის სანაპიროზე მდებარე სახლში დაესხა თავს. ამ დროს შლოსერი ნარკოტიკული ნივთიერებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. შლოსერმა ცოლის მიმართ წამების ცნობილი მეთოდი, უოთერბორდინგი (Waterboarding - წამების ობიექტს სახეზე აფენენ ნაჭერს და განუწყვეტლივ ასხამენ წყლის ჭავლს. ამ მეთოდს იყენებდა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახური ტერორისტების დაკითხვისას) გამოიყენა.

ოლქის პროკურორის, მარკ ჯელერის ინფორმაციით, შლოსერი ცოლს რამდენიმე საათის განმავლობაში აწამებდა.

მსხვერპლის ვინაობა არ სახელდება, ქალი ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც მას საჭირო მკურნალობას უტარებენ.

ჯელერის ინფორმაციით, როდესაც მამაკაცმა გამოფხიზლება დაიწყო, ქალმა შეძლო, მეგობარს დაკავშირებოდა, რომელმაც პოლიცია გამოიძახა.

თავდასხმა ქმარმა ცოლზე 5 იანვარს ღამით დაიწყო და 6 იანვრის დილამდე იძალადა. გარდა წყლით წამებისა, შლოსერმა ქალს სცემა და მაკრატლით დაჭრა. ამასთან, მისი გაგუდვა პირსახოცითაც სცადა.

რიჩარდ დევიდ შლოსერს წამებისთვის სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ის დანაშაულს არ აღიარებს.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ