ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა ხმაურის გამო დროებით შეჩერდა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა ხმაურის გამო დროებით შეჩერდა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ხმაურია. ლგბტ თემის უფლებების დამცველებმა, რომლებიც სხდომაზე იმყოფებოდნენ, კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის გადადგომა მოითხოვეს. ლგბტ თემის უფლებების დამცველებმა ტრანსფარანტებიც გამოფინეს წარწერებით - “ადამიანის უფლებების დაკიდების კომიტეტი”.

უფლებადამცველები მიმართავენ სოფო კილაძეს “საკმარისია თამადობა, აკეთოს საქმე ლგბტ თემის უფლებების დასაცავად”. კომიტეტის სხდომაზე ხმაურია და სხდომა ჯერჯერობით შეჩერებულია.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ლგბტ თემის უფლებების დამცველთა გამოსვლა კომიტეტის სხდომაზე შეიძლება მართული პროცესი იყოს. სოფო კილაძე განმარტავს, რომ მისი მხრიდან ჰომოფობიური განცხადება არ გაკეთებულა.

“უფრო ჰგავს მართულ პროცესს. ასე ჩანს იმიტომ, რომ არავითარი ჰომოფობიური განცხადება არ გაკეთებულა. ზოგადად, უფლებების თემასთან დაკავშირებით, ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება აქვს. გასაგებია, რომ ჩვენ ვართ ის კომიტტი, რომელმაც თითოეული ადამიანი უნდა დავიცვათ, მაგრამ ასეთი ფორმით ასეთი მიუღებელი ფორმით გამოხატვა... არავინ ჩვენი კომიტეტიდან არ ჩაგრავს და არც არავითარი ისეთი განცხადება არ გაკეთებულა, ჰგავს ალბათ, მართულ პროცესს იმიტომ, რომ სხვა საფუძველს ვერ ვხედავ”, - განაცხადა სოფო კილაძემ.

„თანასწორობის მოძრაობის წევრებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე შევიდნენ და პროტესტი გამოხატეს. ლგბტ თემის უფლებების დამცველებმა, რომლებიც სხდომაზე იმყოფებოდნენ, კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის გადადგომა მოითხოვეს. ისინი მიმართავენ სოფო კილაძეს, რომ “საკმარისია თამადობა, აკეთოს საქმე ლგბტ თემის უფლებების დასაცავად”.

იხილეთ ვიდეო: "მშობლებთან არ შემიძლია მისვლა, იმიტომ რომ საფრთხის შემცველია, თქვენ ამას ვერასოდეს გაიგებთ. მეზიზღებით" - ხმაური პარლამენტში

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები