ტვინმა სხეულის გარეშე სიცოცხლე შეძლო - მეცნიერების ახალი ექსპერიმენტი

ტვინმა სხეულის გარეშე სიცოცხლე შეძლო - მეცნიერების  ახალი ექსპერიმენტი

ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ, რომ შეძლეს ღორის ტვინი სხეულის გარეშე 36 საათზე მეტ ხანს ცოცხალი შეენარჩუნებინათ, ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

იელის უნივერსიტეტის მეცნიერების ჯგუფის ხელმძღვანელი ნენად სესტენი ამბობს, რომ ტვინს ცნობიერება არ ჰქონდა, თუმცა მიღწევა იძლევა საშუალებას, მეცნიერებმა სხვადასხვა დაავადების მკურნალობის ექსპერიმენტული მეთოდები შეიმუშაონ, მათ შორის - სიმსივნის და დემენციის.

სესტენმა და მისმა კოლეგებმა 100-ზე მეტი ღორის ტვინი გამოიყენეს, რომელიც სასაკლაოებიდან აიღეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცხოველის ტვინმა სხეულის გარეშე იცოცხლა - მსგავსი ცდა უკვე ჩატარებულია ზღვის გოჭებისა და ვირთხების ტვინზეც.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ