„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც მოქმედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრები, გიორგი კვირიკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ესწრებიან.

პოლიტსაბჭოს სხდომას ესწრება ასევე პარლამანეტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე.

როგორც სხდომის დაწყებამდე გახდა ცნობილი, პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა 21-დან 15 წევრამდე შემცირდება.

საბჭო დატოვა „საპარტნიორო ფონდის“ თავმჯდომარე დავით საგანელიძემ. როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა, მისი პოზიციიდან გამომდინარე, ბოლო ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში არც მონაწილეობდა.

„კონკრეტულად არ არის გადაწყვეტილი რამდენი წევრი იქნება ახალ პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში. სწორია, რომ მოხდეს გადახალისება. ახალი სახეებიც აუცილებელია პოლიტიკაში. მე ჩემი პოზიცია გამაჩნია, 2 წელიწადზე მეტია, ფაქტობრივად, არ ვარ პოლიტიკაში. ამ ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ფორმალურად პოლიტსაბჭოში ყოფნა არ ნიშნავს პოლიტიკაში ყოფნას, იმიტომ რომ ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ფონდს ვხელმძღვანელობ, არცერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მე პირადად არ მიმიღია და არც იქნებოდა სწორი. ვხელმძღვანელობ ქვეყნის უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს და მიმაჩნია, რომ საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელი აპოლიტიკური უნდა იყოს. ამიტომ მე თვითონ გავაკეთებ დღეს ამ განცხადებას, რომ სჯობს, მე არ ვიყო პოლიტსაბჭოს წევრი“, - განაცხადა საგანელიძემ.

“ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობაში სავარაუდოდ, არ იქნება დეპუტატი თემურ ჭკუასელიც.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები