ლუიშ ფაბიანუ: “მსაჯი სამართლიანად მოიქცა”

ლუიშ ფაბიანუ: “მსაჯი სამართლიანად მოიქცა”

ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში ბრაზილიელთაგან კაკასთან ერთად საუკეთესო იყო “სევილიაში” მოასპარეზე ფორვარდი ლუიშ ფაბიანუ, რომელმაც ნაკრებში 9 თვიანი უგოლო პაუზის შემდეგ ერთბაშად 2 ბურთი გაიტანა და პენტაკამპეონთა მოგებაში ლომის წილი დაიდო.

- აფრიკელთა კარში თქვენს მიერ გატანილი მეორე გოლი უმაღლეს საფეხბურთო პილოტაჟად შეიძლება ჩაითვალოს, რომ არა ერთი მომენტი...

- ბურთი ხელზე შემთხვევით მომხვდა და ზედა კიდურით გაზრახ თამაშზე ლაპარაკი ზედმეტია. აქედან გამომდინარე, მსაჯი სრულიად სამართლიანად მოიქცა, როცა გოლი არ გააუქმა.

- შეგვიძლია ეს გოლი თქვენ საფეხბურთო კარიერაში საუკეთესოდ მივიჩნიოთ?

- თავისუფლად. მართლაც ლამაზი გოლი გამოვიდა. ყველაზე მეტად კი ის მახარებს, ეს მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩში რომ მოხდა. წინასამუნდიალოდ ბევრს ვშრომობდი, გოლი კი არ “მოდიოდა”. მოხარული ვარ, თავი ძლიერ მეტოქესთან რომ გამოვიჩინე. ამიერიდან მინდორზე თავს უფრო მშვიდად და დაჯერებულად ვიგრძნობ.

- გოლი გულშემატკივართათვის აუხსნელი ჟესტით იზეიმეთ...

- ექვსი თითის ჩვენებას გულისხმობთ? ჩემი ქალიშვილი ამ დღეებში 6 წლისა გახდა და მეორე ბურთი მას მივუძღვენი.

- სამხრეთ აფრიკაში მთლიანობაში რამდენი გოლის გატანას გეგმავთ?

- ყოველ კონკრეტულ მატჩში ვეცდები თავის გამოჩენას და მუნდიალის დასრულების შემდეგ დავთვალოთ, რამდენი ბურთი გამოვა. მთავარი ისაა, ბრაზილიამ ისევე კარგად და კიდევ უფრო უკეთ იასპარეზოს, როგორც ეს კოტ დივუართან შევძელით.

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო