როგორ მოხვდა ქართული ხის საათები ამერიკელი სენატორების ხელზე - გაიცანით ორი წარმატებული ქართველი

როგორ მოხვდა ქართული ხის საათები ამერიკელი სენატორების ხელზე - გაიცანით ორი წარმატებული ქართველი

საყვარელი საქმის ბიზნესად ქცევა ბევრი ჩვენგანის ოცნებაა, 24 წლის სოფო გურასაშვილმა და ნიკა გიგაიამ კი ეს უკვე მოახერხეს და ბევრი ჩვენგანის საყვარელი ხელნაკეთი მაჯის საათების ქართული ბრენდი "ჰენდი" შექმნეს, რომელიც როგორც ჩვენი, მეგობრებისა და თანამშრომლების, ისე ამერიკელი სენატორების მაჯებს ამშვენებს.

ნინო ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრია, ნიკას კი განათლება ტექნოლოგიების მიმართულებით აქვს მიღებული, თავიანთი ცოდნის გამოყენება კი საყვარელი საქმის დაწყებაში გადაწყვიტეს.

"გადავწყვიტეთ, ისეთი რაღაც შექვექმნა, რაც გვიყვარდა. მეც და ნიკასაც საათები ძალიან გვიყვარს, ამიტომ ბევრი არ გვიფიქრია, პირდაპირ საათების დამზადების იდეამდე მივედით მერე ინფორმაცია მოვიძიეთ, ვნახეთ, რომ ხის საათები ქართულ ბაზარზე არ არსებობდა, და წარმოება პირველად ჩვენ დავიწყეთ", - იხსენებს სოფო.

"ჰენდის" ავტორს ის დღეც კარგად ახსოვს, როცა საკუთარი ხელით დამზადებული საათები თბილისის ერთ-ერთ დიდ სავაჭრო ცენტრში სტენდზე გამოფინა და დაინტერესება იმდენად დიდი იყო, რომ მომხმარებლებისგან შეკვეთები იმ დღესვე მიიღო.

"ჩვენი საათები ხალხს იმდენად მოეწონა, რომ აიტაცეს და უამრავი შეკვეთა მივიღეთ, მაშინ ჩვენი "ფეისბუქ" გვერდიც კი არ არსებობდა, გადავწყვიტეთ, რომ გაგვეგრძელებინა და ამ ყველაფერს უფრო სერიოზულად მივყოლოდით და ჰობის დონეზე არ დაგვეტოვებინა. გადავწყვიტეთ საათებისა და სუვენირების მიმართულებით ქართულ ბრენდად ჩამოვყალიბებულიყავით. საათების დამზადების შესახებ ბევრი ინფორმაცია არ გვქონდა და შესწავლა დავიწყეთ, ამ პროცესში კი აღმოვაჩინეთ, რომ დიზაინერული ნიჭიც გვქონია და საათების დიზაინი თავიდან ბოლომდე ჩვენ შევქმენით", - აღნიშნა სოფომ.

სოფომ და ნიკამ "ჰენდი" სრულიად საკუთარი ფინანსებით შექმნეს, თავდაპირველად, ტექნოლოგიური პარკის ლაბორატორია გამოიყენეს, შემდეგ კი სახელოსნო იქირავეს, დანადგარები თავად შეიძინეს და წარმოება დაიწყეს. განაგრძეთ კითხვა

"თუ უფალი ინებებს, არჩევნები ვადამდეც ჩატარდება, თუ არ ინებებს, რაც არ უნდა წამოწვეთ კარვებსა და ქუჩებში, მაინც არაფერი არ მოხდება" - მეუფე იაკობი

"გამოდის ქალბატონი და ამბობს, ქმარი ცუდად მომეპყრო 10-11 წლის წინო...ატყდა ერთი ამბავი" - მეუფე იაკობი ნინუცა მაყაშვილის სკანდალური ინტერვიუს შესახებ

არსებული ინფორმაციით, გუმათში, მდინარე რიონში მამაკაცი ჩავარდა