მარიამ ქევხიშვილმა პირველობა კვლავ არავის დაუთმო
მალტის ქალაქ მარსაში 19-20 ივნისს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მძლეოსნობაში, მე-3 ლიგაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენებმა სამი პირველი ადგილი მოიპოვეს. ჩემპიონები ენდრიკ ზილბერშტეინი (400 მ.), დავით ილარიანი (110 მ. თარჯრბენი) და მარიამ ქევხიშვილი (ბირთვის კვრა) გახდნენ.
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 232 ქულით 15 ქვეყანას შორის მე-10 ადგილი დაიკავა. მე-3 ლიგის გამარჯვებული დანია გახდა, რომელმაც თავი 519 ქულას მოუყარა.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა მარსაში 19 სპორტსმენით იასპარეზა.
ევროპის ჩემპიონატი მძლეოსნობაში (მე-3 ლიგა)
მალტა. 19-20 ივნისი
გამარჯვებული ქართველები
110 მ. თარჯრბენი
დავით ილარიანი - (14.12)
400 მ.
ენდრიკ ზილბერშტეინი (48.45)
ბირთვის კვრა
მარიამ ქევხიშვილი (17.28 მ.)