"რატომ მოუვიდა პოლიციას კრახი, რომ მსხვერპლი პოლიციაში მივიდა და ორ საათში მოკლეს" - პრეზიდენტი ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაზე

"რატომ მოუვიდა პოლიციას კრახი, რომ მსხვერპლი პოლიციაში მივიდა და ორ საათში მოკლეს" - პრეზიდენტი ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაზე

როდესაც ბარნოვის ქუჩაზე მოხდა ტრაგედია, მთელი მედია, საექსპერტო საზოგადოება ამ ტრაგედიას მე მაბრალებდა. მე ეს პიროვნულად მძიმედ გადავიტანე, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არ დასმულა კითხვა, თუ რატომ მოუვიდა პოლიციას ის კრახი, რომ მსხვერპლი პოლიციაში მივიდა, თუმცა ორ საათში მოკლეს.

"ირმა ინაშვილმა სწორი შეფასება გააკეთა ბოლშევიზმის მიმართულებით. ამ პროპაგანდისტულ რეალობაში ცხოვრება საზოგადოებისთვის სერიოზული პრობლემაა. ზუსტად 3 კვირის წინ, როდესაც მოხდა ბარნოვის ტრაგედია, მთელი მედია, საექსპერტო საზოგადოება და ა.შ. ამ ტრაგედიას მე მაბრალებდა. მე პიროვნულად მძიმედ გადავიტანე. ერთი კვირის მერე დავსვი კითხვა, თუ რატომ მოხდა ეს კრახი და კატასტროფა, რაც პოლიციას დაემართა, რომ ქალი მივიდა პოლიციაში, მოკვლას მიპირებენო და ორ საათში მოკლეს. ამაზე არ უნდა დავსვათ კითხვა?! ამაზე კითხვა აღარ დასმულა. არ გვადარდებს, რომ იმ პოლიციის განყოფილებაში კიდევ შეიძლება მივიდეს ქალი, კიდევ თქვას, რომ ერთ საათში მომკლავენო და დაბრალდეს მერე პრეზიდენტს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები