"43 წლის ასაკში მეყოლა შვილი… ამ როლში ჩემი თავი ვერ წარმომედგინა" როგორი მამაა მსოფლიოში ცნობილი ქართველი დირიჟორი

"43 წლის ასაკში მეყოლა შვილი… ამ როლში ჩემი თავი ვერ წარმომედგინა" როგორი მამაა მსოფლიოში ცნობილი ქართველი დირიჟორი

მსოფლიოში წარმატებულად მოღვაწე ქართველი დირიჟორი - გოგი ჭიჭინანაძე მამა სოლიდურ ასაკში გახდა. ამბობს, რომ ძალიან დაკავებული ცხოვრების ფონზე თავისუფლება არ ეთმობოდა. სამაგიეროდ, დღეს უკვე ბედნიერი მამაა და თავად გვიამბობს თუ როგორ გრძნობს თავს მშობლის ამპლუაში...

- შვილი საოცარი ემოციაა და რაც დრო გადის, მით უფრო ძლიერდება. დღეს გაცილებით მეტი ემოცია მაქვს, ვიდრე მაშინ, როდესაც სანდრო დაიბადა... მისი დაბადება შოკი იყო და მგონია, რომ ყველასთვის ასეა. მახსოვს, ყავა მომაჩეჩა ჩემმა მეგობარმა და იმ დროს აყვირდნენ, გოგი ბიჭი შეგეძინაო. მე კი ვამბობდი, ეს უშაქრო ყავა რატომ არის ასე უშაქრო-მეთქი... დაბნეული, აბსოლუტურ ბურანში ვიყავი. რატომღაც ამ როლში ჩემი თავი ვერ წარმომედგინა. ყოველთვის მინდოდა შვილი, ბავშვობიდან მამობაზე ვოცნებობდი, მაგრამ თან მილიონი რამით ვიყავი დაკავებული და მენანებოდა თავისუფლების დათმობა. სანდრო რომ დაიბადა, 43 წლის გახლდით.

- როგორია თქვენი მამა-შვილობა დღეს?

- გიჟური სიყვარულია. დღეს ორმხრივი ურთიერთობაა და ეტყობა, ეს კიდევ უფრო აძლიერებს გრძნობებს. ახლა როგორც პიროვნება, ისე მიყვარს. სანდრო ყველას უყვარს, ყველაში ძლიერ ემოციებს ბადებს, ვინც მას ხვდება. ძალიან თბილი ბავშვია და კეთილგანწყობილი ადამიანების მიმართ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ღირსეული ადამიანის ერთ-ერთი მთავარი გამოხატული თვისება სხვის მიმართ სითბო და სიკეთეა.

- რამდენად იყავით ჩართული ბავშვის გაზრდაში?

- ამ მხრივ ვერ დავიკვეხნი, ცოტა უნამუსო მამა ვარ. ყველაფერი ქალებმა აიღეს თავის თავზე. მე სულ პარტიტურებით და მუსიკით ვიყავი დაკავებული და რეჟიმიდან ამოვარდნა ჩემთვის კატასტროფული იყო. ალბათ როგორც მუსიკოსი, ეგოისტი ვარ. შვილის შეძენის შემდეგ არათუ მოვაკელი ყურადღება მუსიკას, არამედ კიდევ უფრო შემიყვარდა... განაგრძეთ კითხვა

ცნობილი წყვილების "პანდემიური" ქორწილები - ვინ დაოჯახდა საქართველოში 2020 წელს

ჩცდ-ის ბაქარის ულამაზესი ქორწილი პანდემიის დროს - ბუბა მირცხულავასა და მისი რჩეულის ქორწინების შთამბეჭდავი ფოტოები

"რამდენიმე დღე კლინიკაში იწვა...გული აწუხებდა" - რა გახდა გოგი ქავთარაძის გარდაცვალების მიზეზი