"ხშირად ქალები, იმიტომ თხოვდებიან, რომ თავი სრულყოფილად ჩათვალონ" - რატომ იზრდება საქართველოში განქორწინებების რიცხვი?

"ხშირად ქალები, იმიტომ თხოვდებიან, რომ თავი სრულყოფილად ჩათვალონ" - რატომ იზრდება საქართველოში განქორწინებების რიცხვი?

საქართველოში განქორწინებების რაოდენობა იზრდება, ქორწინების სტატისტიკა კი კლებულობს. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 10 222 განქორწინება დაფიქსირდა, მაშინ როდესაც 2016 წელს 9 539 წყვილი განქორწინდა.

ოჯახური პრობლემები 21-ე საუკუნეში მსოფლიოშიც ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, რომელზეც ფსიქოლოგები და სოციოლოგები მუშაობენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ინტერესი ოჯახური პრობლემების მიმართ 1960-70 იან წლებში გაიზარდა. 1970 წელს კალიფორნიის შტატში განქორწინებების რაოდენობამ 114 000 შეადგინა, ქორწინებების კი 173 000. იმ პერიოდში ამერიკაში მყოფი სოციოლოგები უკვე საუბრობდნენ განქორწინებების მზარდ ტენდენციაზე და ამას ახალგაზრდების თავისუფალ ხედვას უკავშირებდნენ.

"ქორწინება მხოლოდ მაშინ იქნება მათთვის მყარი თუ ორივე მხარე ურთიერთობიდან მიიღებს მრავალფეროვან, განვითარებად გამოცდილებას" - აცხადებდა ამერიკაში მოღვაწე ინგლისელი ფსიქოლოგი კარლ როჯერსი. მოგვიანებით იგივე პრობლემა ჩვენთან, საქართველოშიც დადგა. 2001 წელს განქორწინებულ წყვილთა რაოდენობა 1 987 იყო, 2017 წელს კი 10 222 შეადგინა. თავისუფლების ხარისხის გაზრდა თუ უნდობლობა საზოგადოებრივი ინსტიტუციების მიმართ? ამ კითხვით ფსიქოლოგ ზურა მხეიძეს მივმართეთ.

ზურა მხეიძე: "განქორწინების მიზეზად რამდენიმე ფაქტორს გამოვყოფდი ვერსიების დონეზე - პირველი, რაც უფრო ვითარდება საზოგადოება, უფრო მეტი ლაპარაკია ქალის უფლებებზე, თავისუფლებაზე. 15-20 წლის წინ და უფრო ადრე განქორწინება საზოგადოდ ტრაგიკულ მოვლენასთან ასოცირდებოდა, ახლა შეიცვალა დამოკიდებულება.

მეორე მიზეზად ქალების უფლებებთან ერთად დამოუკიდებლობის ხარისხს დავასახელებ, რომელიც იზრდება, ანუ აღარ ვარ დამოკიდებული ჩემს მეორე ნახევარზე, ქალსაც შეუძლია მატერიალურად კარგად იყოს და ოჯახებში, სადაც ორივე მუშაობს, ეს დიდი ბედნიერებაა, თამამი ნაბიჯის გადადგმა უფრო ადვილია ქალისთვის, თუ მას აწყობილი აქვს სამსახურებრივი საკითხები და სტაბილური შემოსავალი აქვს. ეს ფაქტორიც ახლა უფრო მეტად ახდენს გავლენას, ვიდრე 20-25 წლის წინ.

მესამე ფაქტორი არის ზოგადად განქორწინებების მიზეზი - ყველგან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ არის კარგი, ეს იწვევს პრობლემებს. რეალურად ეს სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ განქორწინება გახდა ადვილი. ოჯახი, სადაც აკუმულირდება ყველას გასაჭირი, ცოლ-ქმრის ერთობა უკვე ხდება პრობლემური, ჩნდება ფსიქოლოგიური დატვირთვა, იზრდება დაძაბული ფონი და აქ იბადება პრობლემისგან გაქცევის სურვილი.

შს მინისტრის პასუხი კითხვაზე, თუ როგორ ჩატარდება საგანგებო მდგომარეობის დროს აღდგომის დღესასწაული

დღის ფოტო - პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმების შესვენება

საქართველოში კორონავირუსისგან 23 ადამიანია გამოჯანმრთელებული