თბილისში საფრანგეთის მოქალაქე დაჭრეს - ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა

თბილისში საფრანგეთის მოქალაქე დაჭრეს - ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა

თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე საფრანგეთის მოქალაქე დაჭრეს. შემთხვევა 5 მაისს ღამის საათებში მოხდა. საფრანგეთის მოქალაქეს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტზე ერთი პირი უკვე დააკავეს.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული რ.მ. ცხელ კვალზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 5 მაისს, ღამით, თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა საფრანგეთის მოქალაქეს, 1988 წელს დაბადებულ ა.კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა რ.მ. შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108 მუხლით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ