ვერტმფრენი, რომელშიც პატარძალი იჯდა, მთლიანად დაიწვა - ყველა მგზავრი სასწაულებრივად გადარჩა

ვერტმფრენი, რომელშიც პატარძალი იჯდა, მთლიანად დაიწვა - ყველა მგზავრი სასწაულებრივად გადარჩა

ბრაზილიელი პატარძალი ვენახში, სადაც მისი საქორწინო ცერემონიალი უნდა შემდგარიყო, ვერტმფრენით საბედისწეროდ დაეშვა - „დეილი მეილის“ ინფორმაციით, დაჯდომისას ვერტმფრენი დაიწვა. ბორტზე ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთი - ბავშვი. შემთხვევა სან-პაულოში მოხდა.

საბედნიეროდ, მგზავრები უვნებლად გადარჩნენ და საზეიმო ცერემონიას შეუერთდნენ. სხეულის მცირე დაზიანებები მხოლოდ მფრინავსა და ორ მგზავრს აქვს.

როდესაც ქალმა საქორწინო ფიცი დადო, ვერტმფრენი მათთან ახლოს ჯერ კიდევ იწვოდა. ადგილზე სახანძრო სამსახური გამოიძახეს, ალმოდებული ვერტმფრენისა და სტუმრების ფოტო მეხანძრეებმა გააზიარეს.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ