მარნეულში 21 წლის ბიჭი მდინარის ნაპირზე მოკლული იპოვეს

მარნეულში 21 წლის ბიჭი მდინარის ნაპირზე მოკლული იპოვეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სეიდ გოჯალოში 21 წლის მამაკაცი მდინარე დებედას ნაპირზე გარდაცვლილი ნახეს.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფით აქვს მიყენებული. სეიდ გოჯალოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ანზორ აბაშიძემ განაცხადა, რომ მოკლული ახალგაზრდა აღნიშნული სოფლის მცხოვრებია და ცხედარი მდინარის პირზე გუშინ ნახეს.

მისივე თქმით, ოჯახის წევრებს და სოფლის მცხოვრებლებს მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 108-ე და 236-ე მუხლებით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ