ელონ მასკის ყოფილი და ახლანდელი ქალები ერთ ღონისძიებაზე - ვინ არის მილიარდერის რჩეული

ელონ მასკის ყოფილი და ახლანდელი ქალები ერთ ღონისძიებაზე - ვინ არის მილიარდერის რჩეული

მილიარდერი ელონ მასკი ღონისძიებაზე „მეთ ქალა“ ახალ მეგობარ გოგონასთან, მუსიკოს გრაიმსთან ერთად გამოჩნდა, ამის შესახებ „დეილი მეილი“ წერს.

ამავე ღონისძიებას ესწრებოდა მასკის ყოფილი მეგობარი ქალი, მსახიობი ემბერ ჰერდი.

46 წლის ელონი და 32 წლის ემბერი ერთმანეთს თებერვალში დაშორდნენ. New York Post-ის ინფორმაციით, მილიარდერმა გრაიმსი მარტში გაიცნო. იმავე თვეს გააზიარა მუსიკოსის სიმღერა სახელწოდებით 'Venus Fly' და აღნიშნა, რომ ეს იყო საუკეთესო მუსიკალური ვიდეო, რაც აქამდე უნახავს.

ჰერდი და მასკი პირველად ერთად 2016 წელს ნახეს, მას შემდეგ, რაც ემბერი ჯონი დეპს სკანდალურად დაშორდა. პერიოდი მძიმე იყო ბიზნესმენისთვისაც, ის ცოლს, ტალულა რილის 2015 წელს დაშორდა.

„მეთ გალაზე“ ემბერი წითელი კაბითა და ოქროსფერი გვირგვინით არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ