შიშველი ფოტოს გამო, ქეთა თოფურიას რუსი ინტერნეტმომხმარებლები აკრიტიკებენ

შიშველი ფოტოს გამო, ქეთა თოფურიას რუსი ინტერნეტმომხმარებლები აკრიტიკებენ

ქეთა თოფურიას ახალი სკანდალური ფოტოს გამო აკრიტიკებენ. A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა "ინსტაგრამში" ფოტო განათავსა, რომელშიც წელსზემოთ სრულიად შიშველია და მკერდს ხელებით იფარავს.

ფოტოს ასობით კომენტარი მოჰყვა. მომღერლის რუსი ფანები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ქეთას შიშვლად პოზიორობას უწუნებენ:

"ქეთი! ეს თქვენ არ გგავთ"; "რა საჭიროა ასეთი ფოტოების საქვეყნოდ გამოფენა? არ გრცხვენიათ?!"; "სიმღერაც კარგად გამოგდით, რა საჭიროა ასეთი ქცევა?"; "ნუ დაეშვები ზოგიერთების დონეზე, შენ ყოველთვის განუმეორებელი ხარ შენს ექსტრავაგანტულ სამოსშიც";

"ქეთა ნუ სულელობ! შენ გაქვს ქარიზმა და ტალანტი, ეს ნუ დაგავიწყდება!"; "ფიტნესის შემდეგ პაპარაცებმა გამოგიჭირეს?"; "ქეთა, რუსებიც კი წერენ, რომ არ გიხდებათ და არ გაგვიცრუვოთ იმედები"; - წერენ "ინსტაგრამზე" ქეთა თოფურიას გამომწერები.

ქეთა თოფურია "ინსტაგრამში" ქართველ ვარსკვლავებს შორის რეკორდსმენია - მას 1 900 000 მიმდევარი ჰყავს. მომღერალი სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს ფოტოებს მუსიკალური კლიპების გადასაღები მოედნიდან, ასევე ოჯახურ ვიდეოებს, რომლის მთავარი გმირი, მისი პატარა ქალიშვილი ოლივია გეიხმანია. ქეთა თოფურიას ხშირად აქვს ლაივ-ჩართვებიც, სადაც მისთვის დამახასიათებელი სითამამით პასუხობს თაყვანისმცემლების შეკითხვებს.

"ჩემი მრავალწლიანი ქრონიკული ბრონქიტი სვანეთის ჰაერმა 5 დღეში განკურნა" - რას წერს ცნობილი ექიმი, რომელიც მესტიაში კარანტინში იმყოფება

"ეს ისტორია შემაკავებელი ორდერის გამოცემით დასრულდა..." - რას წერს გოგონა, რომელსაც კნუტის გაჩუქების შემდეგ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

"მიყვარხარ" - მონიკა ბელუჩის ქალიშვილმა დევა კასელმა, შეყვარებულთან ერთად გადაღებული, ინტიმური ფოტოები გაავრცელა