ავტორი:

"ჩემი მრავალწლიანი ქრონიკული ბრონქიტი სვანეთის ჰაერმა 5 დღეში განკურნა" - რას წერს ცნობილი ექიმი, რომელიც მესტიაში კარანტინში იმყოფება

"ჩემი მრავალწლიანი ქრონიკული ბრონქიტი სვანეთის ჰაერმა 5 დღეში განკურნა" - რას წერს ცნობილი ექიმი, რომელიც მესტიაში კარანტინში იმყოფება

რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრის ექიმი, მანანა მგალობლიშვილი სვანეთში კარანტინში იმყოფება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო, სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდი სვანეთში 14 დღიან კარანტინში. ბევრი ჩემი პაციენტი, ახლობელი, ნაცნობი თუ უცნობი მწერს და მირეკავს, მეკითხებიან რამე ხომ არ მჭირდება, მთავაზობენ დახმარებას და ა. შ.

დიდი მადლობა ყველას, თბილი მოკითხვისთვის და ყურადღებისთვის, მინდა გითხრათ, რომ ვიმყოფები საუკეთესო სასტუმროში, საუკეთესო პირობებით და არაჩვეულებრივი პერსონალით, რომელიც ისე ზრუნავს ჩემზე და ისეთ კომფორტს მიქმნის, რომ არც კი ვიცი, რა შეიძლება ვინატრო ამაზე მეტი...

მე ხომ საკუთარ თავს არასდროს მივცემდი იმის ფუფუნებას, რომ ასეთი ხანგრძლივი დროით მოვწყვეტოდი სამსახურს და ყოველდღიურ რუტინას. არადა ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთი კარგი ხანგრძლივი დასვენება ნამდვილად მჭირდებოდა, თუნდაც ის რად ღირს, რომ ჩემი მრავალწლიანი ქრონიკული ბრონქიტი, რომელსაც არანაირი მედიკამენტი არ შველოდა, სვანეთის ჰაერმა სულ რაღაც 5 დღეში სრულად განკურნა. ვზივარ ახლა ჩემს მყუდრო ოთახში და ვფიქრობ - ნეტა რა მაკლია კიდევ სრულ ბედნიერებამდე?

სვანეთის ულამაზესი ხედები ჩემი ოთახიდან, მთების, ჩანჩქერების, ბალახებისა და ყვავილების თავბრუდამხვევი არომატით გაჟღენთილი ჰაერი, ამქვეყნიური საზრუნავებისგან ჩამოშორებული და შინაგანი თავისუფლების შეგრძნებით დამტკბარი... დიდი მადლობა ყველას, ყველას, ვინც ასეთი საოცარი მოგზაურობა და შემდეგ კი ისეთი იძულებითი კარანტინი მომიწყო, რომ ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების ეს მონაკვეთი ერთერთ ყველაზე ბედნიერ და დაუვიწყარ პერიოდად იქცევა" - წერს მანანა მგალობლიშვილი.

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ადგილზე მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა. არსებული ინფორმაციით, სვანეთში კორონავირუსით აფეთქების მიზეზი თბილისიდან ჩასული ორსული ქალბატონი გახდა.

ბერამ, ბერუკამ და ნანუკამ დროში იმოგზაურეს - ოჯახური ტრანსფორმაცია და ფოტოები, რომლებმაც გულშემატკივრები მოხიბლეს

"მუხლებზე მდგომნი იძახდნენ, "ღმერთო, გადაარჩინე ჩემი ძმა..რაც შევძელი შემზარავი კივილი  იყო" - რას წერს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი რძალი

"შიმშილობას რაც შეეხება, ისეთივე აბსურდული და დადგმული მგონია, როგორებიც თქვენ ხართ” - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და?