კომპანია „ედლაინმა“ ნიკანორ მელიასგან ცრუ ინფორმაციის საჯარო უარყოფის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა

კომპანია „ედლაინმა“ ნიკანორ მელიასგან ცრუ ინფორმაციის საჯარო უარყოფის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა

სარეკლამო კომპანია „ედლაინმა“ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკანორ მელიასგან მის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა მოითხოვა.

როგორც „პალიტრამედიის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა სამსონიამ განაცხადა, ნიკანორ მელიამ საჯაროდ უნდა უარყოს მის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი, რომელშიც „პალიტრამედიის“ შემადგენლობაში შემავალმა შპს „ედლაინმა“ გაიმარჯვა, უკონკურენტო იყო.

„ნიკანორ მელიამ განცხადება იმის შესახებ, რომ ტენდერი იყო უკონკურენტო და კორუფციული, გააკეთა მაშინ, როდესაც ტენდერის დეტალები არ იყო გასაჯაროებული. ეს ტენდერი იყო NAT, რაც კანონის თანახმად ნიშნავს იმას, რომ მანამდე, სანამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან არ გაფორმდება ხელშეკრულება, ინფორმაცია ტენდერის მონაწილეებზე, შეთავაზებულ თანხებზე და სხვა დეტალებზე არ არის ხელმისაწვდომი. ტენდერის დეტალების გასაჯაროების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ტენდერი იყო კონკურენტული. შესაბამისად, ნიკანორ მელიას განცხადება არის ცილისმწამებლური და ლახავს კომპანიის საქმიან რეპუტაციას. შესაბამისად, მივმართეთ სასამართლოს, რათა სასამართლოს ძალით ნიკანორ მელიას დაეკისროს ცრუ ცნობების საჯაროდ უარყოფა“, - განაცხადა ანა სამსონიამ.

ნიკანორ მელიამ განცხადება იმის შესახებ, რომ ტენდერი იყო უკონკურენტო, 1-ელ მაისს გააკეთა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული ტენდერის შედეგები 4 მაისს გახდა ცნობილი. გაიმარჯვა შპს „ედლაინმა“, რომელმაც საწყის ფასზე (887000 ლარი) 177 399 ლარით ნაკლები შესთავაზა - 709601 ლარი. მისი კონკურენტი იყო შპს „სვოტ პროდაქშენი“ – 887000 ლარი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები