ანა ივანოვიჩი პლანეტის ყველაზე სექსუალურ ჩოგბურთელად აღიარეს

ანა ივანოვიჩი პლანეტის ყველაზე სექსუალურ ჩოგბურთელად აღიარეს

მსოფლიო 45-ე ჩოგანი ანა ივანოვიჩი პლანეტის ყველაზე სექსუალურ ჩოგბურთელად აღიარეს, წერს News of the World. ამგვარი ტიტული 22 წლის ჩოგბურთელს ვებ-საიტ tennisreporters.net-ზე ჩატარებული გამოკითხვის მონაწილეებმა უკვე მეხუთედ მიანიჭეს.

როგორც გამომცემლობა აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ივანოვიჩი არც ისე დიდ წარმატებებს აღწევს კარიერაში, გულშემატკივართა ინტერესი მის მიმართ მაინც არ ცხრება: სერბი ჩოგბურთელის ოფიციალური საიტი სპორტსმენთა საიტებს შორის ყველაზე პოპულარულია.

აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში ცოტა ხნის წინ სხვა მსგავსი გამოკითხა ჩატარდა. მისი მონაწილენი ჩოგბურთის საერთაშორისო შეჯიბრებების ისტორიაში ყველაზე მომხიბლავ ჩოგბურთელ ქალს არჩევდნენ.

რეიტინგში, რომლის შედგენაც უიმბლდონ-2010-ის ორგანიზატორებს მიანდეს, პირველი ადგილი რუსმა ჩოგბურთელმა ანა კურნიკოვამ დაიკავა. მეორე ადგილი - მარია შარაპოვამ. ივანოვიჩმა კი შტეფი გრაფთან ერთად მეხუთე ადგილი გაინაწილა. მამაკაცთა რეიტინგის ლიდერად კი ანდრე აგასი დასახელდა.

უიმბლდონის შეჯიბრი 21 ივნისს დაიწყო და 4 ივლისს დასრულდება. შეჯიბრის პირველ წრეში ანა ივანოვიჩი ებრაელ სპორტსმენს შახარ პეერს ხვდება.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო