„საქართველოს ეროვნული მუზეუმი“ - წიგნის პრეზენტაცია

„საქართველოს ეროვნული მუზეუმი“ - წიგნის პრეზენტაცია

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, 16 მაისს, 19:00 საათზე, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, (რუსთაველის №11) გაიმართება წიგნის "საქართველოს ეროვნული მუზეუმი“ პრეზენტაცია. წიგნი გამოიცა სერია „მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების" ფარგლებში. წიგნის ავტორია ეროვნული მუზეუმის ახალი და თანამედროვე ხელოვნების კოლექციების მთავარი კურატორი, ხელოვნებათმცოდნე, დოქტორი ნინო ხუნდაძე.

წიგნი მოგვითხრობს საქართველოში პირველი მუზეუმების შექმნის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დაარსების, სამუზეუმო გაერთიანებაში შემავალი მუზეუმებისა და მათი კოლექციების შესახებ. წიგნის ერთი ნაწილი ეთმობა ექსპონატების ხელოვნებათმცოდნეობით ანალიზს.

წიგნის ფორმატი განსაზღვრა იტალიურმა გამომცემლობამ „სკალა“, რომელიც გამოსცემს მსოფლიოს დიდი მუზეუმების სერიას. „სერიის 12 ტომი იტალიურიდან ქართულად ითარგმნა და გამოიცემა "გამომცემლობა პალიტრა L"-ის მიერ. უფიცის, ლუვრის, პრადოს, მეტროპოლიტენისა და სხვა მუზეუმებთან ერთად, სერიის ერთ-ერთი წიგნია „საქართველოს ეროვნული მუზეუმი“, რომელიც საგანგებოდ ამ პროექტისთვის შეიქმნა და მე-7 ტომად გამოიცა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შესახებ ტექსტი შედგენილია გურამ ჩხაიძის ნაშრომების მიხედვით, ასევე წიგნში შესულია ტექსტები ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების ირინა არსენიშვილის, დარეჯან კაჭარავას, ნინო ლორთქიფანიძის და ეკა კიკნაძის ავტორობით.

წიგნში გამოქვეყნებული ფოტოების ავტორები არიან: მალხაზ მაჭავარიანი, მირიან კილაძე, ფრიდონ გეგეშიძე, შალვა ლეჟავა, კახა ჩხატარაშვილი, დავით ცვარიანი და გურამ ბუმბიაშვილი. ასევე გამოყენებულია დ. ერმაკოვის ფოტომასალა.

ღონისძიებას გახსნის საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე. ასევე, ისაუბრებენ ავტორები და რედაქტორები.

ღონისძიება იმართება მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში და ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს.

პრეზენტაციის დრო: 16 მაისი, 19:00 მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/120838605451895/

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა