იქნება თუ არა მამუკა ბახტაძე "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი - მინისტრის კომენტარი

იქნება თუ არა მამუკა ბახტაძე "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი - მინისტრის კომენტარი

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება. როგორც მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "ქართულ ოცნებას" ეყოლება ღირსეული კანდიდატი.

"ძალიან ბევრი ჭორი წამოვიდა ბოლო 2 თვის განმავლობაში. ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება რეალობას, თუმცა რაც შემიძლია დავადასტურო არის ის, რომ "ქართულ ოცნებას" აუცილებლად ეყოლება ღირსეული კანდიდატი, რომელიც ღირსეულ შედეგს დააფიქსირებს საპრეზიდენტო არჩევნებზე. მე ვარ იმ თანამდებობაზე, სადაც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მიაჩნია, რომ თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია თავისი შესაძლებლობების და ხედვების რეალიზაცია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მედიაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა მამუკა ბახტაძე იყოს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები