ლონდონის მერი ბრიტანელების სიმსუქნის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს

ლონდონის მერი ბრიტანელების სიმსუქნის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს

სწრაფი კვების სარეკლამო ბანერები ლონდონის მეტროსადგურებსა და ავტობუსებზე აიკრძალება, „ინდეფენდენთის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქალაქის მერმა მიიღო.

სადიქ ხანის განცხადებით, აუცილებელია შეაჩერონ ბავშვთა სიმსუქნის კატასტროფული მატება. ლონდონში 10-11 წლის ბავშვების 40 პროცენტი ჭარბწონიანია.

„თუ არ გადავდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, არ ვიქნებით მართალი ახალგაზრდების წინაშე,“ - აღნიშნა სადიქ ხანმა.

მერის ბრძანების შესაბამისად, არაჯანსაღი საკვებისა და სასმელის რეკლამა აიკრძალება ავტობუსებზე, ტრანსპორტის გაჩერებებზე, მეტროსადგურში და მიწისზედა მატარებლებზე.

როგორ უნდა დასხდნენ მგზავრები ავტობუსში იმისთვის, რომ დისტანცია შენარჩუნდეს? - ლაგოსის პრაქტიკა, შესაძლოა, მსოფლიოსთვის მაგალითად იქცეს

საფრანგეთში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დეკემბერში გამოვლინდა - რა აღმოაჩინეს ექიმებმა პაციენტთა ნიმუშების გადამოწმების შემდეგ

"კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი რუსეთში რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, ეს პუტინისთვის სახიფათო მომენტია" - რას წერს CNN