ავტორი:

როგორ უნდა დასხდნენ მგზავრები ავტობუსში იმისთვის, რომ დისტანცია შენარჩუნდეს? - ლაგოსის პრაქტიკა, შესაძლოა, მსოფლიოსთვის მაგალითად იქცეს

როგორ უნდა დასხდნენ მგზავრები ავტობუსში იმისთვის, რომ დისტანცია შენარჩუნდეს? - ლაგოსის პრაქტიკა, შესაძლოა, მსოფლიოსთვის მაგალითად იქცეს

ნიგერიის ქალაქ ლაგოსში კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის ახალი წესი მოიფიქრეს. ლაგოსის ავტობუსების სერვისი აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც ჩანს, რომ ტრანსპორტის სავარძლები მონიშნულია - აღნიშნულია, თუ სად შეიძლება დაჯდომა და სად - არა.

მგზავრთა სკამები ისეა მონიშნული, რომ წესის დაცვის შემთხვევაში, შესაძლებელია დისტანცირებულად მგზავრობა.

"აიღეთ პასუხისმგებლობა COVID-19-თან ბრძოლაში და დაიცავით წესები. დაგვეხმარეთ ვირუსთან ბრძოლაში, იყავით უსაფრთხოთ და დარჩით ცოცხლები“, - ნათქვამია ტრანსპორტის სამსახურის "ფეისბუქ“ განცხადებაში.

სოციალურ ქსელებში აღნიშნულს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პოსტს აზიარებენ და წერენ, რომ შესაძლოა, ეს მთელი მსოფლიოსთვის მგზავრობის მოდელად იქცეს და საუკეთესო პრაქტიკად დაინერგოს.

Great to see public transport operators in Lagos keeping in line with current global best practices in response to Covid19 pandemic.

The attached picture is from @Lbslng bus fleet, showing designated seats for passengers.

#covid19 #Lagos #publictransport pic.twitter.com/wa4X0cVz2T
— SEYI OSIYEMI (@Je_Nwi_Temi) May 4, 2020

აღსანიშნავია, რომ თბილისში ჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა დაშვებული არ არის და დედაქალაქის მერია მუშაობს, რომ დისტანციის გასაკონტროლებლად რაიმე ხერხი მოიფიქროს.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ახალი კორონავრუსის პრევენციის თვალსაზრისით თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნებიან ადამიანები, რომლებიც მგზავრებს მიუთითებენ, როგორ უნდა დასხდნენ.

როგორც კახა კალაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა, აკვირდებიან არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და ტრანსპორტის მოძრაობის განახლების შესახებ მერია გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, როდესაც ამის თაობაზე შესაბამისი პირების მხრიდან რეკომენდაცია გაიცემა.

უკრაინელი დეპუტატი საკუთარ ოფისში გარდაცვლილი იპოვეს

მოსკოვში დააკავეს ბანკზე თავდამსხმელი, რომელმაც მძევლები აიყვანა და აფეთქებით იმუქრებოდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

"ვირუსმა არც მის ოჯახს აუარა გვერდი..." - როგორ ცხოვრობს კადიროვი 10 შვილთან და მეუღლესთან ერთად, რომელიც მოდის ბიზნეშია ჩართული