ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” ყრილობაზე მივიდა

ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” ყრილობაზე მივიდა

ბიძინა ივანიშვილი კლუბ “ანდერვილში”, სადაც “ქართული ოცნების” ყრილობა მიმდინარეობს, უკვე მივიდა. ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა, როგორც აღნიშნა, ყრილობის შემდეგ გააკეთებს განმარტებებს.

ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევენ.

განიხილება ყრილობის წესდებით გათვალისწინებული საკითხები: აირჩევენ ყრილობის მდივანს, ხმის დამთვლელ კომისიას და სარევიზიო კომისიის წევრებს. დამტკიცდება ყრილობის დღის წესრიგი, წარადგენენ პოლიტსაბჭოს და სარევიზიო კომისიის ანგარიშს ასევე წესდებაში შევა ცვლილება პოლიტსაბჭოს შემადგენლობის შემცირებაზე.

იხილეთ ვიდეო: ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობაზე მივიდა

ყრილობის დელეგატებს და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე.

ყრილობის დასასრულს დელეგატებს სიტყვით მიმართავს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

იხილეთ ფოტოები: მზადება “ქართული ოცნების" ყრილობისთვის - რა ხდება მთაწმინდაზე

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები