ხელისუფლების შიგნით დაიწყო გარკვეული დაპირისპირება, რის გამოც მე პოლიტიკაში ვბრუნდები - რა რისკებზე საუბრობს ივანიშვილი

ხელისუფლების შიგნით დაიწყო გარკვეული დაპირისპირება, რის გამოც მე პოლიტიკაში ვბრუნდები - რა რისკებზე საუბრობს ივანიშვილი

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სამი მიზეზიდან ერთ-ერთი, რის გამოც პოლიტიკაში დაბრუნდა, გუნდში არსებული დაპირისპირებაა, - ამის შესახებ ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ რიგით მე-5 ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ქვეყნის წინაშე არსებული მრავალი გამოწვევის ფონზე, ხელისუფლების შიგნით დაიწყო გარკვეული დაპირისპირება, რაც გასცდა პოლიტიკური გუნდისთვის მისაღებ დემოკრატიულობისა და აზრთა სხვადასხვაობის საზღვრებს და სწორედ ეს არის მესამე მიზეზი, რის გამოც მე პოლიტიკაში ვბრუნდები. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ფუჭ კინკლაობაში, თუნდაც უმნიშვნელო დრო, ენერგია და რესურსი დავხარჯოთ. დაუშვებელია, პირადი უთანხმოებისა და წყენის გამო, საერთო პარტიული და მით უმეტეს, ეროვნული ამოცანების შესრულებისთვის, თუნდაც მცირე დაბრკოლების შექმნა.

მე ვიგრძენი, რომ ჩემს მიერ შექმნილი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომლის იდეოლოგიური მდგრადობა მის სახალხოობაშია, ამ პროცესების გაღრმავების შემთხვევაში დაშორდებოდა ხალხს. ამიტომ გადავწყვიტე დაბრუნება, დიახ - მეორედ შემოსვლა საჯარო პოლიტიკაში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის თქმით, დღეს არის ისტორიული გარდატეხის მომენტი და „სწორედ ახლა არ არის უიმედობისა და გულგატეხილობის უფლება“. “ჩვენ დღეს მხოლოდ გამარჯვებების უფლება გვაქვს“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანაში არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც დესტრუქციული მეთოდებით იბრძვიან ძალაუფლებისთვის და ცუდად იყენებენ ხელისუფლების მიერ არჩეულ დემოკრატიულ ქმედებებს.

„აუცილებლად უნდა შევინარუნოთ დემოკრატიის მაღალი დონე და მუდმივად ვიზრუნოთ მის განვითარებაზე. დემოკრატია არის ჩვენი უპირობო არჩევანი, თუმცა სწორედ ამ არჩევანისადმი ერთგულება გარკვეულწილად ზრდის ქვეყანაში პოლიტიკურ რისკებს, რადგან ავანტურისტული ჯგუფები დესტრუქციული მეთოდებით იბრძვიან ძალაუფლებისათვის“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ნახეთ ვიდეო: რა მოხდა როდესაც ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან გამოვიდა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები