კლუბ "ბასიანთან" ვითარება უკიდურესად დაძაბულია - პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

კლუბ "ბასიანთან" ვითარება უკიდურესად დაძაბულია - პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

კლუბ "ბასიანთან" ამ წუთებში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. სამართალდამცველები ეტაპობრივად აკავებენ კლუბში მყოფ პირებს. დაკავებას იქ მყოფი ადამიანების მხრიდან პროტესტი და წინააღმდეგობა ახლავს თან. ადგილზე სამართალდამცველების განსაკუთრეული მობილიზებაა.

სპეცოპერაცია ტარდება ასევე კაფე "გალერიში" და "ხიდზე". შსს ადასტურებს, რომ აღნიშნულ კლუბებში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, თუმცა არ აკონკრეტებს - რა მიზეზით.

"ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი კი "ფეისბუქში" სპეციალურ სტატუსს აქვეყნებს: სპეცრაზმია შეჭრილი ბასიანზე, ასევე გალერიში, ალყაშია დინამო. ბლოუში ქალები სცემეს. ყველა შიგნით მყოფი გარეთ გამოუშვეს, შიგნით რას იზამენ არავინ იცის. ვისაც შეგიძლიათ მოდით. ომი გამოგვიცხადეს", - წერს ორაშვილი.

ნახეთ: პირდაპირი ეთერი კლუბ "ბასიანის" მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც რამდენიმე წუთის წინ სპეცრაზმი გამოჩნდა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ