სპეცოპერაციის დროს დაკავებულ რამდენიმე პირს ბრალი წარუდგინეს

სპეცოპერაციის დროს დაკავებულ რამდენიმე პირს ბრალი წარუდგინეს

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გუშინ სპეცოპერაციის დროს დაკავებულ რამდენიმე პირს ბრალი უკვე წაუყენეს. თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა რამდენიმე ადვოკატმა უკვე დატოვა. ადვოკატ ნინო ლალიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილით წარუდგინეს, რაც თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ითვალისწინებს.

“იგი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. მას კლუბური ნარკოტიკის, ე.წ. ექსტაზის დიდი ოდენობით შეძენა-შენახვა-გასაღება ედება ბრალად. იგი ბრალს არ აღიარებს, ველოდებით მტკიცებულებების გადმოცემას”, - განაცხადა ლალიაშვილმა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დიღმის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, როდესაც ის დააკავეს. ჩხრეკისას მას არანაირი ნარკოტიკული ნივთიერება არ აღმოაჩნდა.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არის გაოგნებული და ბევრს ვერ საუბრობს”, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. ადვოკატი მოითხოვს გირაოს ან აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას.შეგახსენებთ, რომ წუხელ კლუბ “ბასიანსა“ და კაფე “გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში ბრალდებული 8 პირი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ