სპეცოპერაციისას დაკავებული 8 პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მთავარი პროკურატურა სასამართლოს დღეს მიმართავს

სპეცოპერაციისას დაკავებული 8 პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მთავარი პროკურატურა სასამართლოს დღეს მიმართავს

ღამის კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებული 8 პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე საქართველოს მთავარი პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს. თუმცა, დღესვე ჩაინიშნება თუ არა სასამართლო პროცესი, უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 მაისს, გამთენიისას, კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სულ დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერი.შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის მიერ დაკავებულია: 1988 წელს დაბადებული ვ.ჟ., 1992 წელს დაბადებული ლ.მ., 1996 წელს დაბადებული ქ.მ., 1997 წელს დაბადებული მ.მ., 1995 წელს დაბადებული ბ.დ., 1994 წელს დაბადებული თ.ჩ., 1994 წელს დაბადებული ჯ.ე. და 1988 წელს დაბადებული გ.მ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ