გიორგი გაბედავა და მისი თანამოაზრეები ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან

გიორგი გაბედავა და მისი თანამოაზრეები ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან

უფლებადამცველი გიორგი გაბედავა და მისი თანამოაზრეები ამ წუთებში ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, რის შემდეგაც ისინი პარლამენტის შენობის წინ 9 აპრილის მემორიალთან გადაინაცვლებენ და კონტრაქციას გამართავენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გიორგი გაბედავამ განუცხადა, აქცია მშვიდობიანი იქნება და ის მოუწოდებს მეორე მხარეს, არ ეცადონ პროვოცირებას, რამაც შესაძლოა დაპირისპირება გამოიწვიოს. გაბედავას თქმით, 9 აპრილის მემორიალთან შეკრება გუშინ მომხდარმა ფაქტმა გადააწყვეტინა, როდესაც აქციის მონაწილეები მემორიალზე იყვნენ ასულები და ცეკვავდნენ.

„ჩვენ ვიკრიბებით რიგითი მოქალაქეები, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ ნარკოტიკი არის მიუღებელი და რომ ნარკოტიკმა შეიწირა ჩვენი თაობები. ვაპირებთ, მშვიდობიანად გადავიდეთ 9 აპრილის მემორიალთან, რათა არ მოხდეს ის, რაც ვიხილეთ გუშინ და მემორიალზე კვლავ არ ავიდნენ და იქ არ გამართონ კონცერტი. მე ახლაც მზარავს და ვიბნევი, როდესაც მახსენდება ის, რაც ხდებოდა მემორიალზე. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ იქ მყოფ ადამიანებს, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და მოგვცენ ჩვენ საშუალება, მშვიდობიანად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია“, - აღნიშნა გიორგი გაბედავამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები