სპეცოპერაციისას დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე პროკურატურამ სასამართლოს მიმართა

სპეცოპერაციისას დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე პროკურატურამ სასამართლოს მიმართა

სპეცოპერაციისას დაკავებული 8 პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, 8 პირის მიმართ ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. სავარაუდოდ, სასამართლო პროცესი ხვალ, დღის პირველ ნახევარში გაიმართება.

საქმის მასალები უკვე გადასცეს ბრალდებული პირების ადვოკატებსაც. თბილისის პოლიციის სამმართველო ადვოკატებმა ცოტა ხნის წინ დატოვეს.

ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების ადვოკატთა ნაწილი აღკვეთის ღონისძიების სახედ ბრალდებული პირებისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს. როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ნინო ლალიაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ განუცხადა, საქმე საკმაოდ მოცულობითია და მასში როგორც აუდიო, ისე ვიდეომტკიცებულებებია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 მაისს, გამთენიისას, კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სულ დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერი.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის მიერ დაკავებულია: 1988 წელს დაბადებული ვ.ჟ., 1992 წელს დაბადებული ლ.მ., 1996 წელს დაბადებული ქ.მ., 1997 წელს დაბადებული მ.მ., 1995 წელს დაბადებული ბ.დ., 1994 წელს დაბადებული თ.ჩ., 1994 წელს დაბადებული ჯ.ე. და 1988 წელს დაბადებული გ.მ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ