"მინდა მოგმართოთ, ჩემო შვილებო..." - პრემიერის პირველი კომენტარი თბილისში მიმდინარე აქციებზე

"მინდა მოგმართოთ, ჩემო შვილებო..." - პრემიერის პირველი კომენტარი თბილისში მიმდინარე აქციებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფოს ექნება ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრი პოლიტიკა, ხოლო გაცილებით უფრო ჰუმანური იქნება მომხმარებლების მიმართ.

„მოგმართავთ - ჩემო შვილებო, ჩემო მეგობრებო, ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენ ხართ მომავალი თაობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. მე პირადად ვარ იმის გარანტი, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, რომლითაც ჩვენი ხელისუფლება სრულიად სამართლიანად ამაყობს. ეს, უპირველეს ყოვლისა, თქვენი მონაპოვარიც არის,“ - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ის, რომ გამოხატვის თავისუფლება ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, გასული საათების მანძილზეც დადასტურდა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ აქციის მონაწილეების სიტყვის თავისუფლება მაქსიმალურად იყოს დაცული.

„ამ ფონზე, როდესაც სახელმწიფო არ იშურებს ძალისხმევას ამ უმნიშვნელოვანესი უფლების დასაცავად, კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა,“ - განაცხადა პრემიერმა.

მან მოუწოდა სამართალდამცველებს, გაძლიერონ უსაფრთხოების ღონისძიებები ნებისმიერი შესაძლო დაპირისპირების პრევენციის მიზნით.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები