პროკურორი - ღამის კლუბებში სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა საქმეში მოწმის სახით ოთხი პირი ფიგურირებს

პროკურორი - ღამის კლუბებში სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა საქმეში მოწმის სახით ოთხი პირი ფიგურირებს

ღამის კლუბებში სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა საქმეში მოწმის სახით 4 პირი ფიგურირებს, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ეს მოწმეები არიან პირები, რომელთაც საკონტროლო შესყიდვები განახორციელეს ბრალდებულებისგან.

"ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე დაკავებული არის 8 პირი. აღნიშნული პირები ღამის კლუბებში ახდენდნენ ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზებას. რაც შეეხება დაკავების ფაქტს, ყველა პირი დაკავებულია სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ერთი, ღამის კლუბის თანამშრომელი დაკავებულია ღამის კლუბთან. რაც შეეხება მტკიცებულებებს საქმეში მოიპოვება როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე ექსპერტიზის დაკვნები, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. საქმეში ფიგურირებს 4 მოწმე, რომელთაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან. ეს ის პირები არიან, ვინც საკონტროლო შესყიდვები განახორციელეს", - განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, პროკურორის ინფორმაციით, დაცვის მხარე ყველა ბრალდებულისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. "პროცესის დახურვას არ ვაპირებთ. ჩვენ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ვითხოვთ", - აღნიშნა პროკურორმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ