შს მინისტრი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გამართული აქციის ორგანიზატორებს ხვდება

შს მინისტრი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გამართული აქციის ორგანიზატორებს ხვდება

შინაგან საქმეთა სამინისტროში რუსთაველზე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გამართული აქციის ორგანიზატორებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას გიორგი გახარიას გარდა ესწრებიან: შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ბექა დოჭვირი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ლადო ბორცვაძე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრები დავით სუბელიანი და ბექა წიქარიშვილი, კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ივანე გეთია, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლები სოფო ვერძეული და გურამ იმნაძე.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები