რა ვჭამოთ 40 წლის შემდეგ - ეს სია გამოგადგებათ

რა ვჭამოთ 40 წლის შემდეგ - ეს სია გამოგადგებათ

ასაკს მენიუში თავისი კორექტივები შეაქვს. ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა საკვები გვჭირდება. იმას, რაც მოზარდისთვის სასარგებლოა, ხანდაზმულისთვის სარგებლობა არ მოაქვს. თანამედროვე დიეტოლოგებმა შეადგინეს იმ პროდუქტების სია, რომლებიც აუცილებლად უნდა მიირთვან 40 წელს გადაცილებულებმა. საქმე ის არის, რომ ასაკთან ერთად ორგანიზმში მცირდება ენერგიის მოხმარება, ხოლო სხვადასხვა ასაკობრივი დაავადების წარმოშობის ალბათობა იზრდება, ამიტომ 40 წლის ასაკში ადამიანმა თვალი უნდა გადაავლოს კვების რეჟიმს და ასაკისთვის შესაფერისი სურსათის მოხმარება დაიწყოს. 40-ს გადაცილებულთა უმეტესობას ერთი და იგივე შეცდომა მოსდის - ისევე იკვებებიან, როგორც 20 წლის ასაკში.

მეოთხე ათეულთან მიახლოებისას იზრდება მრავალი დაავადების განვითარების რისკი და მათი დიდი ნაწილი სწორედ არასწორი კვების შედეგია. განსაკუთრებით ხშირია გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები. არც მეორე ტიპის დიაბეტია იშვიათი. როგორ დავიცვათ თავი ამ დაავადებებისგან? გთავაზობთ რჩეული პროდუქტების ათეულს მათთვის, ვინც უკვე გახდა 40 წლის.

1. შვრია

მასში არის ხსნადი უჯრედისი, რომელიც ამცირებს “ცუდი” ქოლესტერინის დონეს. შვრია ასევე შეიცავს უნიკალურ ანტიოქსიდანტებს (ავენანტრამიდი), რომელიც თავიდან გვაცილებს ათეროსკლეროზის საფრთხეს.

2. ალუბალი

ის ანტიოქსიდანტ ანტოციანის მდიდარი წყაროა. სასარგებლოა მათთვის, ვისაც აქვს ნიკრისის ქარი და ართრიტი. ამცირებს აგრეთვე შარდმჟავას დონეს.

3. ნუში

კარგია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტის პროფილაქტიკისთვის. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. თუ ყოველდღიურ რაციონში 60 გრამ ნუშს შეიტანთ, ერთ თვეში სისხლში შაქრის დონე 9 პროცენტით შემცირდება.

4. ომეგა-3

ომეგა ცხიმები ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაზე მოქმედების ფართო სპექტრით გამოირჩევა. ისინი უჯრედებისთვის ენერგიის უმთავრესი წყაროა, აწესრიგებს გულისა და სისხლძარღვების მუშაობას, მონაწილეობს ჰორმონების წარმოქმნაში და აძლიერებს მათ მოქმედებას, ხელს უწყობს ანთებითი პროცესების ჩაცხრობას და ონკოლოგიური დაავადებების თავიდან აცილებაც კი შეუძლია. გარდა ამისა, ეფექტურად გამოაქვს ორგანიზმიდან “ცუდი” ქოლესტერინი (რომელიც სისხლძარღვებს ახშობს) და იმავდროულად ზრდის “კარგი” ქოლესტერინის რაოდენობას, აქვეითებს სისხლის წნევას და ამცირებს არითმიას. ომეგა-3-ის საუკეთესო წყაროა ორაგული, სარდინი, სკუმბრია, თინუსი და ქაშაყი. თევზში შემავალი ნახევრად უჯერი ცხიმები ააქტიურებს მეხსიერებას, აუმჯობესებს აზროვნების უნარს...განაგრძეთ კითხვა

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ