შსს-მ ფონიჭალაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შსს-მ ფონიჭალაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული ზ.ნ. დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ზ.ნ. ზემო ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 4 შეკვრად დაფასოებული 324.93 გრამი ჰეროინი, რომელიც ბრალდებულს ფეხსაცმლის ქუსლებში ჰქონდა დამალული.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

იხილეთ ვიდეო: ფეხსაცმლის ქუსლებში დამალული 4 შეკვრად დაფასოებული 324.93 გრამი ჰეროინი: ფონიჭალაში ერთი პირი დააკავეს

"როგორ ვიფიქრებდი, ჩემი ქმრის და დედამთილის მკვლელი, ასე ახლოს, მეზობლად დაიმალებოდა" - ყანდაურას მკვლელობის უცნობი დეტალები

მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

შსს ყანდაურას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს