ექიმების შეცდომის შესახებ მედიით გაშუქება შესაძლოა, აიკრძალოს

ექიმების შეცდომის შესახებ მედიით გაშუქება შესაძლოა, აიკრძალოს

პარლამენში წარდგენილია საქართველოს კლინიკების ასოციაციის საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმადაც „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება. „მასმედიის საშუალებით, ბოლო პერიოდში იმატა ექიმებისა და სხვა სამედიცინო პერსონალის მიმართ დაუსაბუთებელი ფაქტების გავრცელებამ და უსაფუძვლო ბრალდებებმა. უდანაშაულოს პრეზუმციის მსგავის სახით გაუთვალისწინებლობა სამედიცინო პერსონალის უფლებების უხეშ დარღვევას, მათი ღირსებისა და პატივის განზრახ შელახვას იწვევს. მიგვაჩნია, რომ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული თითოეული ფაქტი უნდა იყოს მყარად არგუმენტირებული და ეფუძნებოდეს ექსპერტიზის დასკვნას, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილებას,“ - აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადების განმარტებით ბარათში.

შესაბამისად, როგორც პროექტში ვკითხულობთ, სამედიცინო საქმიანობის დროს, ექიმის მიერ დაშვებული გადაცდომის, შეცდომის ან ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ექსპერტიზის დასკვნის, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მასმედიის საშუალებით ღიად საუბარი შესაძლოა, დაუშვებელი გახდეს.ამასთან, საკანონმდებლო წინადადებების თანახმად, დაუშვებელია: სამედიცინო საქმიანობის დროს პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან, ექიმისთვის ან სხვა სამედიცინო პერსონალისთვის, რაიმე ფორმით ხელის შეშლა, ექიმის ღირსებისა და პატივის შელახვა, ექიმზე ფიზიკური ზემოქმედება ან ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაიმე სახით ზეწოლა ან მუქარა. ასევე დაუშვებელია - სამედიცინო დაწესებულებაში პირის ან პირთა ჯგუფის მიერ ძალით შეჭრა, რაიმე ფორმით მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა, სამედიცინო პერსონალის ნივთების, დაწესებულების ექსტერიერის, ინტერიერის, აპარატურის ან ინვენტარის განზრახ დაზიანება. განაგრძეთ კითხვა

"მშობლები ღამენათევები იყვნენ და ეძინათ..." - მეზობლები ჰყვებიან, როგორ გადმოვარდა 1 წლის ბავშვი 14-ე სართულიდან

დღეს ფილმს "შინდისი" მსოფლიოს 20 ქვეყანაში ნახავენ

შს მინისტრმა ომში დაღუპული თანამშრომლების შვილებს სურვილები აუსრულა - "მადლობა ჩემი შვილის გახარებისთვის"