მეგან მარკლის მამა შვილის ქორწილს არ დაესწრება - ახალი სკანდალის გამო მას გულის შეტევა ჰქონდა

მეგან მარკლის მამა შვილის ქორწილს არ დაესწრება - ახალი სკანდალის გამო მას გულის შეტევა ჰქონდა

მეგან მარკლის მამა შვილის ქორწილს არ დაესწრება. ბრიტანული Express წერს, რომ ტომას მარკლს რამდენიმე დღის წინ გულის შეტევა ჰქონდა. ჰარის მომავალი სიმამრი ფოტოების შესახებ აგორებული სკანდალის გამო მედიის თავდასხმის ობიექტი გახდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდებოდა ტომასის ფოტოები, სადაც ჩანდა, როგორ ემზადებოდა შვილის ქორწილისთვის - კაფეში კითხულობდა ლიტერატურას ბრიტანეთის შესახებ, მკერავთან იკერავდა სამოსს ქორწილისთვის, ინტერნეტკაფეში ეცნობოდა სიახლეებს მეგანისა და ჰარის შესახებ და ა.შ.

რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ სურათები პაპარაცების გადაღებული არ იყო და კადრები მეგან მარკლის მამამ თავად დადგა, რისთვისაც ფოტოგრაფები იქირავა.

73 წლის მარკლმა გამოცემასთან TMZ განაცხადა, რომ შვილის ქორწილს არ დაესწრება, შესაბამისად, საკურთხეველთან ჰარის საცოლეს მამა არ მიიყვანს. ის ამბობს, რომ შვილი შეარცხვინა.

ტომასს შვილთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და მეგანს ხშირად აკრიტიკებს საჯაროდ.

გოგონას დედას, დორია რეგლანდს ის 1987 წელს დაშორდა, 10 წლიანი ქორწინების შემდეგ.

ტომასმა პაპარაცების სააგენტო იმიჯის შესაცვლელად გამოიყენა. მარკლი ამტკიცებს, რომ ფოტოები ფულის საშოვნელად არ გადაუღია, მას სურდა, რომ მის შესახებ ქორწილამდე ხალხის აზრი შეცვლილიყო. პრინცის მომავალი სიმამრი ამტკიცებს, რომ არ სურდა, შვილისთვის ზიანი მიეყენებინა.

მეგან მარკლის ნახევარდამ განაცხადა, რომ მამის ფოტოსესია მისი ინიციატივა იყო. სამანტა გრანტმა, რომელსაც მეგანთან ურთიერთობა აღარ აქვს, ურჩია მამას, გადაეღო „პოზიტიური ფოტოები, რომლითაც საჯარო იმიჯს უკეთესობისკენ შეცვლიდა“.

ამის ნაცვლად კი სურათებმა მეგანის მამას საჯარო შეურაცხყოფა და დამცირება მოუტანა.

„მამაჩემზე განხორციელებული თავდასხმები ჩემი ბრალია. მედია ცდილობდა, მის შესახებ მსოფლიოსთვის ცუდი წარმოდგენა შეექმნა, ამიტომ შევთავაზე, გადაეღო პოზიტიური ფოტოები, რაც სამეფო ოჯახისთვისაც სიკეთის მომტანი იქნებოდა. წარმოდგენა არ გვქონდა, რა შეიძლება მომხდარიყო ამის გამო,“ - წერს „ტვიტერზე“ გრანტი.

გამოცემამ Mail on Sunday რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ფარული კადრები, სადაც ჩანს, როგორ მუშაობს ტომას მარკლი ფოტოგრაფებთან, რომ კაფეში ჯდომისას მათ საუკეთესო კუთხით გადაეღოთ კადრები.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ