ნათია მეზვრიშვილი - "ბასიანსა" და "გალერიში" ნარკოტიკები იყიდებოდა

ნათია მეზვრიშვილი - "ბასიანსა" და "გალერიში" ნარკოტიკები იყიდებოდა

პოლიციას კლუბებში ჩხრეკის ჩატარების უფლებამოსილება ჰქონდა - მტკიცებულებებით არის დადასტურებული, რომ კლუბებში ნარკოტიკები იყიდებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა.

“ძალიან ბევრი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ჩაატარა პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები კლუბებში მაშინ, როცა დაკავებულთა უმრავლესობის დაკავება კლუბების გარეთ მოხდა. ამასთან დაკავშირებით კითხვა შეიძლება ლოგიკური და ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ეს საგამოძიებო მოქმედებები არის დამოუკიდებელი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავების ფაქტები ცოტა ხნით რომ დავივიწყოთ და ვიმსჯელოთ იმაზე, ჰქონდა თუ არა პოლიციას კლუბებში ჩხრეკის ჩატარების უფლებამოსილება. რა თქმა უნდა, ამის უფლება ჰქონდა შემდეგ მიზეზთა გამო: - ამ კლუბებში ნარკოტიკები იყიდებოდა, გაყიდვის არაერთი ფაქტი მტკიცებულებებით არის დადასტურებული. ამასთან დაკავშირებით არსებობს ვიდეო-მასალა, რაც ძალიან კარგად იხილა საზოგადოებამ. ნარკოტიკები იყიდებოდა მათ შორის “ბასიანსა“ და გალერიში“, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. საზოგადოებასთან აქეთ მაქვს კითხვა, ნებისმიერ ნორმალურ პოლიციელს და სამართალდამცავს, რომელსაც დადასტურებული ინფორმაცია აქვს, რომ კლუბებში ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდიან, უნდა ჩაეტარებინა თუ არა კლუბში საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკა? პასუხი არის ერთადერთი და ცალსახა: - დიახ, ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო, ეს იყო ლეგიტიმური და პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებდა. ჩხრეკა უნდა ჩატარებული სწორედ მაშინ, როცა ივენთი მიმდინარეობდა, რადგან ეს იყოს ის დრო, როცა კლუბებში ნარკოტიკული საშუალებები იყიდებოდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, კლუბებიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები და კლუბშია დაკავებული დაცვის უფროსი, რომელიც გასაღებაში ერთი-ერთი ბრალდებული პირია.

“კლუბებიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები - 34 ლოკაციიდან. ნარკოტიკულ საშუალებებს ექსპერტიზა უტარდება და ის თუ რა ტიპის ნარკოტიკული საშუალებებია, ამას დამატებით გაცნობებთ“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ