"ის უკვე შეურიგდა მეუღლეს, რომელიც, ასევე, მსუბუქ სასჯელს ითხოვს" - 4-წლიანი პატიმრობა 4 შვილის დედის დაჭრისთვის

"ის უკვე შეურიგდა მეუღლეს, რომელიც, ასევე, მსუბუქ სასჯელს ითხოვს" - 4-წლიანი პატიმრობა 4 შვილის დედის დაჭრისთვის

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ცოლის დაჭრაში ბრალდებულ მურმან ყოლბაიას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ დღეს გამოაცხადა.

დაცვის მხარემ მოსამართლეს სთხოვა, გაეთვალისწინებინა გარემოება, რომლის თანახმად ბრალდებული დანაშაულს აღიარებდა და ინანიებდა. ადვოკატმა ლიკა შელიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულს ცოლი უკვე შეურიგდა.

„ის უკვე შეურიგდა მეუღლეს, რომელიც, ასევე, მსუბუქ სასჯელს ითხოვს. მათ ოთხი საერთო შვილი ჰყავთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ჩაიდენს დანაშაულს“, - აღნიშნა პროცესზე ადვოკატმა გვანცა შელიამ.

ბრალდებულმა მურმან ყოლბაიამ საკუთარი ცოლი ბასრი იარაღით რამდენიმე თვის წინ დაჭრა. დაზარალებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გულ-მკერდის არეში შემღწევი ჭრილობებით იყო მოთავსებული. მომხდარზე გამოძიება შს სამინისტრომ სს კოდექსის მე-11 პრიმა, 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ