რა გესმით თქვენ, ლორელი თუ იანი? - აუდიოჩანაწერმა მსოფლიო ორად გაყო

რა გესმით თქვენ, ლორელი თუ იანი? - აუდიოჩანაწერმა მსოფლიო ორად გაყო

ერთი და იგივე აუდიოჩანაწერი სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვანაირად ესმით. ნაწილი ამტკიცებს, რომ მამაკაცი ამბობს Yanny (იანი), ნაწილს კი ესმის Laurel (ლორელ).

CNN-ის ინფორმაციით, აუდიო თავდაპირველად სოციალურ ქსელ Reddit-ზე განთავსდა, მოგვიანებით კი „ტვიტერზე“. სულ მალე „ბრძოლაში“ იანი თუ ლორელი, ცნობილი ადამიანებიც ჩაერთნენ - მაგალითად, ამერიკელ ტელევარსკვლავს ელენ დეჯენერესს ჩანაწერში ესმის ლორელი, ფეხბურთელ ჯეი ჯეი უოთს კი - იანი.

არიზონას უნივერსიტეტის მეტყველებისა და ენის პროფესორის, ბრედ სტორის თქმით, აუიოჩანაწერის ხარისხი ძალიან დაბალია და იძლევა ორაზროვნების საშუალებას. ამასთან, სტორის თმით, ჩანაწერის აღქმა დამოკიდებულია, რა საშუალებით ისმენთ - ტელეფონით, ყურსასმენით თუ სხვა გაჯეტით.

პროფესორი ამბობს, რომ რეალურად ჩანაწერში მამაკაცი "ლორელს" ამბობს.

მოუსმინეთ ჩანაწერს და გაგვიზიარეთ, რა გესმით თქვენ.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ