ნიკოლ ფაშინიანი აქციების მონაწილეებს - შეწყვიტეთ ქუჩების გადაკეტვა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები

ნიკოლ ფაშინიანი აქციების მონაწილეებს - შეწყვიტეთ ქუჩების გადაკეტვა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საპროტესტო აქციების მონაწილეებს მოუწოდა, შეწყვიტონ ქუჩების გადაკეტვა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები.

„მოვუწოდებ ყველას, დღეს, 15:00 საათზე შეწყვიტონ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ყველა აქცია. მესმის, რომ ყველას აქვს უფლება ამგვარ ქმედებებზე, მაგრამ ეს მაშინ იყო აქტუალური, როდესაც სომხეთს ხალხის მთავრობა არ ჰყავდა. ახლა ყველაფერი სხვანაირად არის. უნდა შექმნათ ჯგუფები, რომლებიც თქვენს პრობლემებს წარუდგენენ შესაბამის უწყებებს“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ვისაც ახალი მთავრობის მუშაობის ჩაშლა არ სურს, მის მოწოდებას ყური უნდა უგდოს.

„რაც შეეხება ერევნის მერის გადადგომის მოთხოვნას, მთავრობა განიხილავს ამ შესაძლებლობას. დღეიდან სომხეთში გადაკეტილი ქუჩები არ უნდა იყოს“, - აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ სომხეთში ერევნის მერისა და გენერალური პროკურორის გადადგომის მოთხოვნით აქციები გაიმართა.

"ამით შევქმნით დაცვის ფარს, რაც დაასრულებს პანდემიას" - ენტონი ფაუჩიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

ერევანში ოპოზიციისა და მომიტინგეების ნაწილმა სომხეთის მთავრობის შენობის ბლოკირება მოახდინა

ენტონი ფაუჩის თქმით, სანტას კორონავირუსის ვაქცინა გაუკეთა და მას ბავშვებისთვის საჩუქრების მიტანაში ხელი არ შეეშლება