ფოტოგალერეა: ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე

ფოტოგალერეა: ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა.

მსვლელობის მონაწილეებს „ვარდების მოედანზე“ შეკრებილი მრევლი და სასულიერო პირები შეუერთდნენ და ქაშვეთის ტაძართან გადაინაცვლეს. ქაშვეთის ტაძართან ისინი სასულიერო პირებმა დალოცეს. ამის შემდეგ, მსვლელობის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძრნენ. მსვლელობის მონაწილეებმა სამების ტაძარში აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ხატი მიაბრძანეს.

სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პარაკლისი პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიოსთან და სხვა მღვდელმთავრებთან ერთად გადაიხადა. ტაძარში იმყოფებოდნენ სხვადასხვა გვარების წარმომადგენლები საკუთარი საგვარეულო ხატებით და მრავალშვილიანი ოჯახები.

უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და ერი დალოცა.

მიმდინარე კვირიდან, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მიიღონ

დღეიდან ე.წ. კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება

ფოტოები თბილისის ქუჩებიდან, სადაც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სასულიერო პირები ქუჩებს ნაკურთხ წყალს ასხურებენ