"მეგობრებთან ერთად წილკანში წავიდა, მას შემდეგ არც ერთი არ გამოჩენილა" - ოჯახის წევრები 28 წლის გუგა გულისაშვილს ეძებენ

"მეგობრებთან ერთად წილკანში წავიდა, მას შემდეგ არც ერთი არ გამოჩენილა" - ოჯახის წევრები 28 წლის გუგა გულისაშვილს ეძებენ

თბილისში ოჯახის წევრები და ახლობლები 28 წლის გუგა გულისაშვილს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაკარგული ახალგაზრდას ძმა ავრცელებს.

"ეს ბიჭი არის ჩემი დაკარგული ძმა, გუგა (გურამ ) გულისაშვილი. რამდენიმე დღის წინ მეგობართან ერთად წავიდა წილკანში და მას მერე არც ის და არც მისი მეგობარი არ გამოჩენილან. დავუკავშირდი მის ახლობლებს, მაგრამ არავინ არ იცის სადაა. ვაიდა რომელიმე თქვენგანმა თვალი მოჰკრას სადმე, გთხოვთ რომ მომწეროთ, იქამდე კი ერთი გემრიელად წამოუთაქოთ თავში ჩემს ნაცვლად.

ძალიან ვნერვიულობ, მეშინია და უკვე ყველაფერი ცუდი წარმოვიდგინე. პოლიციაში განვაცხადეთ უკვე, მეტი რა ვქნა არ ვიცი..." - წერს გუგა გულისაშვილის ძმა "ფეისბუქზე".

ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდით დაკარგული ახალგაზრდას ძმას, ტელეფონის ნომერზე - 597915588 (დათა გულისაშვილი).

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 83-მდე გაიზარდა

"სენდვიჩების ონლაინ შეკვეთაზე ვმუშაობთ" - ცნობილი წყვილი თვითიზოლაციასა და "ჩიკას" ორსულობაზე

ქუთაისში დაკარგული 23 წლის ტურისტის ცხედარი იპოვეს