სოფელ ტყვიავში ახალგაზრდა ძმები დაჭრეს

სოფელ ტყვიავში ახალგაზრდა ძმები დაჭრეს

ცოტა ხნის წინ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავიდან გორის საავადმყოფოებში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ორი ახალგაზრდა გადაიყვანეს. ორივე მათგანს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულები ძმები არიან. ერთ-ერთი დაჭრილი სამედიცინო ცენტრ "გორმედის" სტაციონარში მოათავსეს, სადაც მას ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება, მეორე კი - გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი. დაშავებული ძმებიდან ერთი 20 წლის, მეორე კი 22 წლისაა. მომხდარის მიზეზი და დეტალები უცნობია, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: გორის რაიონში ძმები დაჭრეს - ორივეს ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ