X ფაქტორის ჟიურის მეხუთე წევრი ჰყავს - ანრი ჯოხაძე შოუში დაბრუნდა

X ფაქტორის ჟიურის მეხუთე წევრი ჰყავს - ანრი ჯოხაძე შოუში დაბრუნდა

ბრძოლა "იქს ფაქტორში" მოსახვედრად სულ უფრო დაძაბული ხდება, ვინ დარჩება საბოლოოდ კონკურსში ჯერ კიდევ უცნობია. გასულ კვირას ჟიურის წევრებმა ათი საუკეთესო კონკურსანტიდან 4 შეარჩიეს, თუმცა ნიჭიერთა შორის ნიჭიერების სელექცია ამით არ სრულდება და ორშაბათს კონკურსანტების რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება.

ვინ გადალახა ორი სკამის ტური, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ წინა სეზონებთან შედარებით, პროექტის შემქნელები წელს უფრო ლოიალურები გახდნენ და "იქს ფაქტორის" ტიტულის მოსაპოვებლად 8 კონკურსანტის ნაცვლად 10 იბრძოლებს.

ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ჟიურის წევრებს მეხუთე დაემატა. თამთა გოდუაძის, სტეფანეს, ნანიკო ხაზარაძის და დათო ევგენიძის გვერდით, ჟიურის სავარძელს ეპატაჟური და ნიჭიერი მუსიკოსი ანრი ჯოხაძე დაიკავებს. შესაძლოა, გაგიჭირდეთ ამ ამბის დაჯერება და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ცნობილია, რომ სტეფანეს და ანრი ჯოხაძეს კარგი ურთიერთობა არ აქვთ. მათი დაპირისპირების მიზეზი კი, სავარაუდოდ, სწორედ "იქს ფაქტორია".

ანრი ჯოხაძეს "იქს ფაქტორის" ჟიურის წევრის რანგში ყოფნის წარმატებული გამოცდილება აქვს, წლების წინ, მან პროექტში სწორედ სტეფანე მღებრიშვილი ჩაანაცვლა. როგორც მაშინ გაირკვა, სტეფანემ ამ ცვლილების შესახებ ერთი დღით ადრე, ესემესის საშუალებით შეიტყო და ამის თაობაზე სოციალურ ქსელშიც დაწერა. მაგრამ, როგორც ჩანს, მისმა დიპლომატიამ პროექტის პროდუსერებთან ურთიერთობა დაუთბო და ის "იქს ფაქტორის" ლამის ტრადიციული ჟიურის წევრია.

ჩვენი წყაროს ცნობით, ანრი ჯოხაძის პროექტში გამოჩენა დანარჩენი მენტორებისთვისაც მოულოდნელი იყო, მათ ეპატაჟური ვარსკვლავი ორი სკამის ტურზე დახვდათ და მისი დანახვა არცერთ მენტორს არ ესიამოვნა.

რაც შეეხება ანრი ჯოხაძის გამოცდილებას, მისი ყოფნა პროექტისთვის აშკარად წარმატებული აღმოჩნდა, "იქს ფაქტორის" ჟიურის არცერთ წევრზე არ დაწერილა იმდენი, რამდენიც მის შესახებ დაიწერა, ეს გასაკვირი არც არის, რადგან მუსიკოსი სკანდალური ადამიანია.

AMBEBI.GE პროეტის პროდუსერს გიორგი ხაბურზანიას დაუკავშირდა:

- გიორგი, რატომ გახდა საჭირო პროექტში მეხუთე მენტორის დამატება და რატომ შეაჩერეთ არჩევანი ანრი ჯოხაძეზე?

- წელს განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვები მოვიდნენ პროექტში, ვნახეთ რომ უამრავმა მათგანმა დატოვა პროექტი, რადგან ჩვენი წესები ასეთია, ამიტომ გადავწყვიტეთ 8 კონკურსანტის ნაცვლად, დამატებით ორი ნიჭიერი მომღერლისთვის მიგვეცა პროექტში დარჩენის შანსი და ამიტომ დავამატეთ მეხუთე მენტორი. სწორედ მან უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება ის 2 კონკურსანტი, რომელიც მის გუნდში მოხვდება, მეხუთე მენტორად ანრი ჯოხაძე შემთხვევით არ შეგვირჩევია, ის ერთხელ უკვე იყო "იქს ფაქტორის" ჟიურის წევრი, ვიცით მასთან მუშაობის ფასი და ხარისხი, არის სამართლიანი და რეიტინგული ადამიანი. როცა დავურეკეთ, სიამოვნებით დაგვთანხმდა, თქვა რომ ეს იქნება მისი "დაბრუნება" და მზად არის, მოიგოს. ვნახოთ, რა გამოუვა, რაც მთავარია ჯანსაღი ამბიცია აქვს, რადგან პროექტში უნიჭიერესი კონკურსანტები დარჩნენ.

თამარ ბოჭორიშვილი

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ