სამცხე-ჯავახეთში "თურქულ ბარებსა" და რესტორნებში პროსტიტუციაში ჩაბმის ფაქტებზე 11 პირი ამხილეს

სამცხე-ჯავახეთში "თურქულ ბარებსა" და რესტორნებში პროსტიტუციაში ჩაბმის ფაქტებზე 11 პირი ამხილეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო ერთ კვირაში, 9 ე.წ. „თურქულ ბარსა“ და 5 რესტორანში პროსტიტუციაში ჩაბმის ფაქტებზე საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით პროსტიტუციაში ჩაბმის ფაქტებზე მხილებულ იქნენ ახალციხესა და ახალქალაქში მდებარე ბარებისა და რესტორნების დროებითი მფლობელები - სულ 11 პირი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

გამოძიების ფარგლებში აღნიშნულ ობიექტებზე დასაქმებული 63 ქალი მოწმის სახით პოლიციაში გამოიკითხა. დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები ქალაქ ახალციხეში და ახალქალაქში დროებით მფლობელობაში არსებულ ფართებს გასამრჯელოს სანაცვლოდ ცალკეულ პირებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. ისინი, ასევე აღნიშნულ „თურქულ ბარებში“ მომუშავე სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ, სხვადასხვა ასაკის ქალბატონებს პროსტიტუციაში მოტყუებით აბამდნენ.

პროსტიტუციაში ჩაბმის ყველა ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 253-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით პროსტიტუციაში ჩაბმას გულისხმობს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ